CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4527
ObjectID: 4527
ID: 4527
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. (ამჟამად მასში განთავსებულია სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი)
შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადებით ქუჩისკენ, იაშვილის ქუჩის მხარეს გახსნილი ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, გადახურულია ლითონის სახურავით. შენობის ფასადები ატარებს თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით. იგი წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით და ლითონის აივნებით მეორე სართულის დონეზე. ფასადები შელესილი და შეღებილია, ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოჩანს აგურის წყობა. ცოკოლი მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით, ხოლო იაშვილის ქუჩის მხარეს ერთადერთი სადარბაზოს ორთავ მხარეს კანელურებიანი პილასტრებია გამოყვანილი. ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტებიდან აღსანიშნავია ღიობების საპირეების პროფილირებული დეკორი და პროფილირებული კარნიზიები. სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი, იატაკისა და ხის შესასვლელი კარის დეკორი. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებულია. იგი გამოირჩევა ხის მოაჯირების ჭვირული დეკორით, სვეტების დამუშავებით, ასევე შუშაბანდების ერთი ნაწილის გეგმაში მორკალული ფორმით სამივე სართულის დონეზე და დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. შენობას აქვს რამოდენიმე სხვადასხვა დროის მიშენება. მათ შორის ერთი მცირე მინაშენი პირველი სართულის დონეზე, მეორე შედარებით მოზრდილი საცხოვრებელი ფართი ასევე პირველი სართულის დონეზე და ორ სართულიანი, გეგმაში რუსული გ-ს ფორმის აგურითა და რკინა-ბეტონით ნაშენი საცხოვრებელი სახლი ცალქანობიანი სასხვენო გადახურვით. ეზოში ასევე გვხვდება დამხმარე სათავსები და ავტოფარეხები.
სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ასათიანის ქუჩის მხრიდან აგურის შელესილ კედლში დატანებული ლითონის ჭიშკრის მეშვეობით. ეზოს შესასვლელში განთავსებულია ელ.ენერგიის ფარის ერთსართულიანი ნაგებობა.
შენობის ნახევარსარდაფში ასათიანის ქუჩის მხრიდან პურის მცირე საცხობი და მაღაზიაა მოწყობილი, გაჭრილია მასში ჩასასვლელი კარი, რამოდენიმე საფეხურით. სარდაფი შეულესავი აგურით ნაგები ნააწილობრივ თაღოვანი გადახურვით არის წარმოდგენილი, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3 მ-ია და ჩასასვლელები აქვს ეზოს მხრიდან, შენარჩუნებულია ავთენტური ნაწილები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3824
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს I შეს./35.იაშვილი პაოლოს ქ./22.ასათიანი ლადოს ქ./35
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79763173
Y: 41.68977345