ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4526
ObjectID: 4526
ID: 4526
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია, საერთო განაშენიანებაშია ჩართული და ქუჩის ხაზიდან ოდნავ შიგნითაა შეწეული. აშენებულია ე.წ. "ქართული" და ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით. ფასადი შელესილია და ცისფრადაა დაფერილი. ძირითადი გასადახურავი მასალა თუნუქია, რომელზეც დეკორატიული მიზნით, საფასადო მხარეს ბრტყელი კრამიტია გამოყენებული. მარცხენა მხრიდან, მასსა და მომიჯნავე სახლს შორის ვიწრო გასასვლელია, რომელსაც ქუჩის მხრიდან ლითონის კარი აქვს შებმული. შენობა გეგმარებით ლათინური ასო "უ" მსგავსია, აქვს შიდა ეზო. ს. ზალდასტანიშვილის ქუჩაზე გამავალი, მთავარი ფასადი სარდაფის კედლითაა ამაღლებული, რომელიც ცოკოლის ფუნქციასაც ასრულებს. მის განაპირა ნაწილებში პატარა, სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი, ორივე მათგანს ლითონის გისოსი აქვს შებმული. ღიობებს შორის, ცოკოლის ცენტრში და მის დონეზე სწორკუთხა მოცულობაა მიდგმული. ამ მოცულობას, საფასადო მხარეს, მარჯვენა ნაწილში დაბალი სწორკუთხა კარი, მარჯვენა წახნაგზე კი ლითონის კიბე აქვს მიდგმული, ლითონისავე აჟურული მოაჯირით, რომელიც ორივე მხრიდან, ზემოდან ევლება მოცულობას. პირველი სართულის ცენტრში გაჭრილი, განიერი, მშვილდათაღოვანი ღიობისთვის აღნიშნული მოცულობა წარმოადგენს ბაქანს. ღიობი ორ ნაწილად იყოფა, მარჯვნივ კარია, მარცხნივ კი - ეზოში გასასვლელი ვიწრო გვირაბი. პირველი სართულის გლუვი კედლები დანაწევრებულია მშვილდათაღოვანი ფანჯრის ღიობებით. მათ ქვეშ კი ერთსაფეხურიანი, სწორკუთხა სარტყელია გავლებული. მეორე სართულის განაპირა ფანჯრის ღიობები პირველი სართულის ფანჯარათა მსგავსია, მათ ქვეშ იმავე ზომის და მოყვანილობის სარტყელებია. მეორე სართულზე, ფანჯრებს შორის, ხის შეკიდული აივანია. საფასადო მხარეს, ოთხ ტოსკანურ სვეტს შორის რიკულების პროფილის მქონე, ბრტყელი დაფების მწკრივით შექმნილი მოაჯირია. აივნის გვერდითი მოაჯირები კი ყრუა. კედლის მხარეს, აივნის განაპირა ნაწილებში ტოსკანური ნახევარსვეტებია აყოლებული. აივანი თუნუქის ცალქანობა, ქუჩისკენ ოდნავი, დაფერდებითაა დასრულებული. აივნის შიგნით არსებული, სამი კარის ღიობი სწორკუთხაა. საფასადო ნაწილში, შენობის სხვენში მანსარდია მოწყობილი. მისი ქუჩისკენ გამავალი, წყვილი, სწორკუთხა სამერცხლურები ორქანობა სახურავებითაა გადახურული. შენობა ეზოს მხოლოდ, სამი მხრიდან ფარგლავს, მეოთხე ნაწილში კი მომიჯნავე სახლის ყრუ კედელია. ნაგებობის ქუჩისპირა ნაწილი XIX საუკუნის 70-იანი წლებისა უნდა იყოს, შიდა მხარე კი - XIX-XX საუკუნეების მიჯნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4351
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ზალდასტანიშვილი სოლომონის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78904016
Y: 41.70211264