ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4521
ObjectID: 4521
ID: 4521
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი მისამართით რუსთაველის გამზირს განეკუთვნება, თუმცა, ოდნავ შეღრმავებულ ადგილზე დგას და მისი ფასადები არ გამოდის გამზირზე. ნაგებობას აშკარად ატყვია გადაკეთებების კვალი, აქვს აშენების შემდგომი მინაშენები და ამიტომ, მისი პირვანდელი სახე შეცვლილია. სახლი ორსართულიანია, აგურისაა და შემდგომ დეკორატიულადაა შელესილი. თავდაპირველი ნაწილიდან ხელუხლებლად შემორჩენილია სადარბაზოში შემავალი მონაკვეთი, ორი ხის კარითა და მეორე სართულის ზემოთ, ფრონტონიანი გადახურვით. კარებს ერთმანეთის გვერდით განთავსებული, ლითონის წინფარები ამკობს, რომელთაც მცენარეული ორნამენტით შემკული, საერთო სანდრიკი ადგას თავს. ამ მონაკვეთის მეორე სართულზე ორი ყრუ, რელიეფური სამკაულით უხვად შემკული, ნახევარწრიული თაღია განთავსებული. ნახევარწრეებში ნიჟარებია გამოსახული, რომელთა ცენტრალურ ნაწილს, საჭექის ადგილზე, მცენარეულ მოტივებზე შექმნილი, ხვეული ორნამენტები განასრულებს. გვერდებში თითოეულ თაღს დენტიკულები ამკობს. ნაგებობის ეს მონაკვეთი სრულიად ავთენტურად არის შემონახული. მის გასწვრივ შუშაბანდებია, რომელთაგან ქვედა, ძალზე ახალია, ცემენტის კედლებით. ზედა შუშაბანდი ხისაა, ხისავე ჭვირული მოაჯირითა და სვეტებით. სახლს ეზო აქვს, რომელშიც ახალ მინაშენებთან ერთად, ადრეული პერიოდის ხის, ჭვირულმოაჯირიანი აივნები და შუშაბანდია შემონახული. სახლი მეოცე საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4837
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./52
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79083155
Y: 41.70260369