ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4517
ObjectID: 4517
ID: 4517
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმით "L"–ის ფორმისაა. ორსართულიანი. თუმცა მაღალი ცოკოლის და მასზე გამომავალი სარკმლების (რომელიც სავარაუდოდ სარდაფს ეკუთვნოდა და ამჟამად საცხოვრებელი ფართია) გამო შენობა სამსართულიანად მოიაზრება. სადარბაზოს კარის გვერდით გაჭრილია დამატებითი კარი - აღნიშნული საცხოვრებლის შესასვლელი. სადარბაზოს კარი არის ხის, გეომეტრიული ორნამენტებით გაფორმებული. აქვს ლითონის ჭვირული ფარი. ცოკოლის დონეზე რუსტებით მოპირკეთებული კედელი შელესილია და მთლიანი ფასადისგან განსხვავებული მოთეთრო ფერისაა. დანარჩენი ფასადი თავდაპირველი სახით არის მოღწეული. შელესილია და შეღებილი, თუმცა თავდაპირველი ფერი ალაგ-ალაგაა შერჩენილი, ძირითადად მუქი შეფერილობა გადაჰკრავს. უხვად დეკორირებულია. პირველი სართულის სარკმლები სეგმენტური თავსართით მოჩარჩოებულია პროფილირებული ჩარჩოთი. სრულდება მცენარეულორნამენტიან კრონშტეინებზე დაყრდნობილი სანდრიკებით. ცარიელი არე სარკმელსა და სანდრიკს შორის შევსებულია გეომეტრიული ნაძერწობით. სარკმლის ქვედა არე ასევე შემკულია დეკორატიული კონსოლებით და მათ შორის დეკორატიული ნაძერწობით. ვერტიკალები აქცენტირებულია (აივანზე გამავალი კარის ორსავ მხარე) დაკბილულკაპიტელიანი და დაღარული პილასტრებით. მეორე სართულის სარკმლები სწორკუთხაა პროფილირებული ჩარჩოთი. მცენარეული დეკორით შემკული კრონშტეინებიანი სანდრიკებით დასრულებული. ქვედა მხარეს კი სადა კონსოლები და დეკორატიული ნაძერწობაა. დაღარულ პილასტრებს იონური კაპიტელის მოტივი აქვთ. შენობას ასრულებს მაღალი პარაპეტი მართკუთხა რუსტებით, მის ქვეშ კარნიზის ფართე ზოლით. სართულებს შორის კარნიზი ვიწროა და პროფილირებული. სადარბაზოში აღსანიშნავია ხის კიბე. ფასადის მეორე კუთხეში არის ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარი. შენობას აქვს ოთხი ლითონის აივანი – ორი – ნახევარწრიული პირველ სართულზე, ორი – მართკუთხა - მეორე სართულზე. ეზოს მხრიდან აღსანიშნავია სპირალური ლითონის კიბე. ხის ელემენტებიდან შემორჩენილია კრონშტეინები და სვეტები. მთლიანად ფასადზე ახლად გამოცვლილია შუშბანდი. პირველი სართული შელესილია. ეზოს კეტავს მომიჯნავე სახლის კედელი, რომელზედაც მიდგმულია ფლიგელი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4365
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>სხვა; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7990717
Y: 41.70010096