{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4508?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4508?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4508?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4508",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4508,
    "ID" : 4508,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ნაგებობა ქუჩის ხაზიდან სიღრმეში დგას, წინ მცირე ბაღი აქვს. ბაღის გვერდით, შენობის მარცხენა ნაწილში, ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი, რაც სახლს ასიმეტრიულს ხდის. ფასადი რუსტირებულია. მეორე სართულის რუსტირება მხოლოდ ჰორიზონტალური ხაზებით არის შექმნილი.\r\nნაგებობის ცენტრს მკვეთრად გამოწეული რიზალიტი წარმოადგენს, რომელიც მეორე სართულზე წყვილი პილასტრებით არის შემოსაზღვრული. თავდაპირველად აქ მიდგმული იყო პორტიკი. რიზალიტის შუა სარკმელს, ორივე მხრიდან, ცალ-ცალი, ნახევარწრიული გეგმის ნახევარსვეტი ამკობს. ნაგებობის ცენტრში მოქცეული შესასვლელი კარი და მის ორსავ მხარეს განლაგებული სარკმლის ღიობი ფასადის სიბრტყიდან საკმაოდ ღრმად არის შეწეული. ფასადის მეორე სართულსაც თავდაპირველად შეწყვილებული კორინთული პილასტრები კრავდა, ისინი დღეისათვის მხოლოდ მარცხენა მხარესაა შემორჩენილი. ნახევარსვეტები სარკმლის ქვედა კიდემდე ჩამოდის, ისინი მაღალ ბაზისებს ეყრდნობა.\r\nმეორე სართულის სარკმლების მიმდებარე არეები სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ელემენტით არის შემკული. ფანჯრებს კრონშტაინებზე დაყრდნობილი კლასიცისტური თარო აბოლოებს. აღნიშნულ თაროსა და ღიობს შორის მოქცეულ სიბრტყეზე კუფური წარწერაა დატანილი, სარკმლის ქვემოთ კი ჰორელიეფური ცხოველების სიმეტრიული გამოსახულებაა წარმოდგენილი. სარკმლები თითქოს ამოტრიალებულ კრონშტაინებს ეყრდნობა. ნაგებობას კარნიზი და კრონშტაინების რიგი აბოლოებს.\r\nაღწერილი ნაგებობის სარკმლების პროპორციები, საერთო საფასადო კომპოზიციასთან მიმართებით თითქოს მომცრო ზომისაა, რის შეგრძნებასაც სარკმლებისა და ფასადის თავისუფალი სიბრტყის შეფარდება აჩენს.  \r\nნაგებობის მორთულობა ევროპული არქიტექტურული რეპერტუარით არის ნასაზრდოები, ის ოტო იაკობ სიმონსონის მიერაა აგებული და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს თბილისის ხუროთმოძღვრებისთვის.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4440",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ინგოროყვა პავლეს ქ./16",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79634712,
    "Y" : 41.694768969999998
  }
}