ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4507
ObjectID: 4507
ID: 4507
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი აშენებულია ძველი აგურით, დეკორატიულადაა შელესილი, შეღებილია და უხვადაა შემკული პლასტიკური სამკაულით. სახლი რუსული პ-ს ფორმისაა და ქუჩის მეორე მხრიდან ეზო აქვს. პირველი სართული ძალზე სახეცვლილია მასში განთავსებული სავაჭრო თუ სამრეწველო მიზნებისთვის განკუთვნილი სივრცის გამო. თუმცა კვლავაც შემორჩენილია სადარბაზოს დეკორატიული ხის კარი ლითონის წინფრათი და ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობი, რომლის თავზეც ლომის ჰორელიეფური გამოსახულებაა განთავსებული. მეორე სართული რუსტიკის ტექნიკითაა შესრულებული. აქ თაღოვანი სარკმლებია განთავსებული დეკორატიულად პროფილირებული საპირეებით ზედა მორკალულ ნაწილში და ქალის ჰორელიეფური გამოსახულებებით საჭექებში. სარკმელთა თაღის ორსავ მხარეს ჭარბი მცენარეული ორნამენტებია გამოსახული. ამ სართულის ფასადზე ასევე ნიჟარების რელიეფური გამოსახულებებია, რაც ძალზე დამახასიათებელია როკოკოს სტილისთვის. მესამე სართულის ღიობები მართკუთხაა, თითოეული კორინთული პილასტრებითაა ერთმანეთისგან გამიჯნული. სარკმელთა საპირეები მდიდრულადაა პროფილირებული, მათ საჭექებში მცენარეული ჰორელიეფური ორნამენტია განთავსებული. მეორე და მესამე სართულის ორსავ ნაპირში თითო დეკორატიული ლითონის აივანია. შენობას დენტიკულებიანი კარნიზი და მის თავზე ამოსული პარაპეტი განასრულებს. სადარბაზოში აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი და იატაკი, რომელიც, მაცხოვრებელთა გადმოცემით, ფრანგი მხატვრის მიერ არის შესრულებული. შენობა როკოკოს, ეკლექტიკის ნიშნებს ატარებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4500
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კობახიძე პიერის ქ./8.კოსტავას ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა>>კლინიკა; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78902671
Y: 41.70547745