{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4505?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4505?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4505?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4505",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4505,
    "ID" : 4505,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. შენობა ატარებს კლასიციზმის ნიშნებს, რაც სადად გადაწყვეტილი მთავარი ფასადის კომპოზიციაში კარგად ვლინდება. ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და მთავარი ფასადი დაფარულია დეკორატიული ნალესობით. გეგმაზე შენობა რუსული \"გ\"-ს ფორმას წარმოადგენს. \nმთავარი ფასადი, რომელიც ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე გამოდის, სიმეტრიულობით ხასიათდება. იგი მთლიანად მოკლებულია საფასადო შემკულობას. ფასადის მთავარ მხატვრულ აქცენტს შენობის ერთსა და მეორე ბოლოში არსებული, სადად გადაწყვეტილი რიზალიტი წარმოადგენს, რომელიც გვირგვინდება პარაპეტით და სახასიათო ფრონტონით. სწროედ ეს უკანასკნელი არქიტექტურული ელემენტები უწყობს ხელს სიმეტრიული, ჩაკეტილი და მოწესრიგებული კომპოზიციის შექმნას. \nნაგებობას მეორე სართულზე ამკობს ორი, ჭედური ლითონის აივანი. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოწყობილია სადარბაზოს კარი. აქ გვხვდება შეწყვილებული, გვერდიგვერდ არსებული, ლითონის ცხაურით შემკული, ავთენტური ხის კარი. ერთი კარი შენობის პირველ სართულთან გვაკავშირებს, ხოლო მეორე კი მეორე სართულთან. სწორედ ეს ვესტიბიული გამოირჩევა მეტი მორთულობით. აქ გვხვდება ქვის დეკორატიული იატაკი, ქვის კიბე. განსხვავებით პირველი სადარბაზოსაგან, რომელიც სადად არის გადაწყვეტილი - დეკორის და შემკულობის გარეშე. როგორც ჩანს, ნაგებობა თავდაპირველად შემოსავლიანი სახლების ტიპს განეკუთვნებოდა, რომლის პირველ სართულს მეპატრონე, როგორც წესი, აქირავებდა, მეორეზე კი თვითონ ცხოვრობდა. \nშიდა ეზოში ვხვდებით სახლის გაყოლებაზე მოწყობილი ჭიშკრით. ეზოს ფასადი მეტად სახასიათოა თბილისური ეზოებისთვის. იგი გვხიბლავს თავისი ხალვათი სივრცის ორგანიზებით, ხის კიბით, ჭვირული აივნებითა და შუშაბანდებით. აქ ყურადღებას იმსახურებს ხის არქიტექტურული ელემენტები და კონსტრუქციები. სახლის საერთო მდგომარეობა ცუდია, შიდა ეზოში გასამაგრებელია ხის კიბე. ",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "RegistryN" : "",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ძმები ზუბალაშვილების ქ./49",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792001069999998,
    "Y" : 41.701481819999998
  }
}