ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4504
ObjectID: 4504
ID: 4504
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. იგი წარმოადგენს რენესანსისა და ბაროკოს სტილის ეკლექტიკის მკაფიო ნიმუშს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. გეგმაზე შენობა წარმოადგენს რუსული "პ"-ს ფორმას. იგი თავისი პროპროციებით, შემკულობით და ფასადის მხატვრული გადაწყვეტით (რუსტირებული კედლები, დეკორატიული ფრიზები, კარნიზი, უხვად გამოყენებული საფასადო ნაძერწობა თუ არქიტექტურული ელემენტები), მაშინვე იპყრობს მნახველის ყურადღებას. შენობა შემაღლებულ ცოკოლზე დგას. მთავარი ფასადი, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე გამოდის, მკაფიოდ ხაზგასმული სიმეტრიის ღერძითა და სიმეტრიული კომპოზიციით გამოირჩევა. ფასადის განაპირა და ცენტრალური ნაწილი გამოყოფილია განსაკუთრებული შემკულობით: ბრტყელი, პილასტრები, თაღედი, ნიჟარისებური ორნამენტი, დეკორატიული ტალღოვანი კარნიზი, პარაპეტი, რომელიც სრულდება თუნუქის, დამახასიათებელი გადახურვით. ფასადზე ყურადღებას იქცევს სტილიზებული მცენარეული თუ ყვავილოვანი ორნმამენტები და სარკმლეთა თავსართები. აღნიშვნის ღირსია დეკორატიული, ლითონის ჭედური აივნები. სახლის პარადულ ვესტიბიულში ხის კარით ვხვდებოდით (რომელიც დღეს აღარ არსებობს და რკინის კარით არის ჩანაცვლებული). სადარბაზოში აღსანიშნავია მოზაიკის იატაკი ლათინური წარწერით – "სალვე", პროფილირებული კედლები, სადაც გვხვდება კანელურებიანი პილასტრები, რომელიც ერთმანეთთან თაღედით არის დაკავშირებული, ქვის კიბეები შესასვლელში მოხატულია სტილიზებული ორნამენტით, ლითონის დეკორატიული, ჭედური მოაჯირები. სახლს აქვს შიდა ეზო, რომელიც თბილისური ეზოებისთვის სახასიათო ნიშან-თვისებებით გამოირჩევა. აქ მთავარ მხატვრულ ეფექტს ქმნის სამსართულიანი ღრმა, გადახურული, ჭვირული ორნამენტით დაფარული ხის აივნები და კიბე. შენობის დათვალიერებისას გამოვლენილია ბზარები ფასადზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4078
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./27
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79348543
Y: 41.70141332