{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4501?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4501?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4501?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4501",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4501,
    "ID" : 4501,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული სახლი გეგმაში ლათინურ \"უ\"-ს წარმოადგენს და აგებულია ე.წ. \"ქართული აგურით\". შენობა საერთო განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი, ორსართულიანი ფასადით ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე გადის. სახლი სიგრძივად მიუყვება ქუჩას და თითქმის, ნახევარი კვარტალი უჭირავს. \nასიმეტრიული ფასადის პირველი სართული დანაწევრებულია თანაბარი რიტმის მქონე, სწორკუთხა ღიობებით. მარცხნიდან მეოთხე (ახალი გაჭრილია), მეექვსე, მეთერთმეტე (ახალია), მეთორმეტე, მეოცე და ოცდამეერთე (ახალია) კარის ღიობებია, მათი უმრავლესობა ფანჯრის ღიობთა გაფართოვების შედეგადაა მიღებული. მეექვსე, მეთორმეტე და მეთვრამეტე კი თავდაპირველი კარის ღიობებია, მათზე გვხვდება ხის არქიტექტურული დეტალებითა და ლითონის ცხაურებით დამშვენებული, სამი სადარბაზოს კარი. პირველი სართულის ღიობებს სადა არშია აჩარჩოებს, ფანჯრის ქვედა მოჩაჩოება კი \"სანდრიკისებრი\" შვერილებითაა მონიშნული. ღიობთა შუაკედლისები რუსტირებულია. სართული სამსაფეხურიანი, განიერი სარტყელით სრულდება. \nმეორე სართულის გლუვ კედელში (რუსტებით, მხოლოდ ცენტრალური ნაწილის თერთმეტი ღიობის შუაკედლისებია აღნიშნული), პირველი სართულის ღიობთა ასწვრივ მოთავსებული ღიობები, ასევე, სწორკუთხაა. სადარბაზოთა აყოლებაზე მოცემულ კარებს, წინიდან ლითონის აჟურულმოაჯირიანი, შეკიდული აივნები აქვს მიდგმული, რომლებიც გარდა საკუთარი ფუნქციისა, სადარბაზოებისთვის წინფარას როლსაც ასრულებს. მეორე სართულის, მარჯვნიდან მესამე ღიობიც კარისაა და თხელი, ლითონის \"კრონშტეინებით\" შემაგრებული, ლითონისავე აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული. მეორე სართულის ღიობთა არშიები პირველი სართულის არშიათა მსგავსია. მხოლოდ ფანჯარათა ქვედა მოჩარჩოებასა და ხსენებულ სართულებს შორის გამყოფ სარტყელს შორის მოთავსებულია შვერილი სწორკუთხა ჩარჩოები. ფასადი სრულდება გლუვი სარტყელი-კარნიზით, რომელსაც მოსდევს პარაპეტის ვიწრო კედელი, კედელი კი ორსაფეხუროვანი, საკმაოდ შვერილი კარნიზით სრულდება. ფასადი განაპირა ნაწილებში გლუვი პილასტრებითაა ფლანკირებული. \nეზოს დონე ქუჩის დონიდან საკმაოდ დაბლაა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთში სახლი სამსართულიანია. მისი ხის, გახსნილი აივნები უმეტესწილად შემორჩენილია, მხოლოდ, მცირე ნაწილია შემინული და კიდევ უფრო მცირე ნაწილია ამოშენებული (ძირითადად პირველ სართულზე). შენობა გადახურულია თუნუქის სახურავით. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის შუა წლებში და იმავე საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს გადაკეთებული (ეზოს ნაწილი). ქუჩისკენ მიმართული ფასადი კლასიცისტური სტილის ნიშნებს ატარებს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5069",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ძმები ზუბალაშვილების ქ./29",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794830179999998,
    "Y" : 41.699129569999997
  }
}