{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4500?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4500?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4500?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4500",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4500,
    "ID" : 4500,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ნაგებობა ორსართულიანია, აგურით არის ნაშენი და შელესილია. მთავარი ფასადი მთლიანად რუსტირებულია და მისი მარჯვენა ნაწილი რიზალიტს წარმოადგენს, რომელიც ზემოთ პარაპეტით სრულდება. ზედა სართულზე გვაქვს სწორკუთხა სარკმლები, რომელთაც თავზე ორ დეკორატიულ კრონშტაინზე დაყრდნობილი თარო ადგას. გვერდითი ფანჯრების კრონშტაინები ერთმანეთზე გადაბმულია მცირე რელიეფური ზოლებით. გადაბმები ხორციელდება ცალ მხარეს (ზემოთკენ) გაუხსნელი სწორკუთხედებით. ფასადის მეორე სართულის მარცხენა მხარეს აივანია ჩასმული, რომლის მოაჯირიც სადა რკინის რიკულებისგანაა შემდგარი; აივანს თანამედროვე გადახურვა აქვს. პირველ სართულზე სარკმლების განსხვავებული ფორმებია, აქ სწორკუთხას ნაცვლად მოზრდილი თაღოვანი ღიობებია გაჭრილი. მათ გარშემო რელიეფური ზოლებისგან შემდგარი ჩარჩო მიუყვება, თაღის ცენტრში კი დეკორატიული საჭექი ქვაა მინიშნებული. თაღოვანი ჩარჩო გარედან ჩასმულია ორი სადა ლილვისგან შემდგარ სწორკუთხა მოჩარჩოებაში, რომლის კუთხეებიც შიგნითკენაა შეტეხილი. ამ სარკმლების გასწვრივ, რიზალიტის კიდეებში, ორი კარია გაჭრილი, მარჯვენა თავდაპირველი სახით არის ჩვენამდე მოღწეული, აქ ჩასმულია რკინის ორნამენტული ცხაურებით გამშვენებული ხის კარი, მასში შესვლისთანავე კი ყურადღებას იპყრობს ხის კიბე და მეორე სართულის ხისავე კარი. რაც შეეხება, მარცხენა შესასვლელს, ის თანამედროვე გლუვი რკინის კარით გამოდის ფასადზე. ორივე კარს თავდაპირველი ორნამენტირებული წინფრა ხურავს, მათ თავზე კი თაღოვანი, რკინის ცხაურიანი მცირე სარკმლებია გაჭრილი. ამ ღიობებს შორის მოქცეულია ფართო რკინის ორნამენტული მოაჯირით გამშვენებული აივანი, მის უკან კედელში კი ასევე ფართო, სწორკუთხა ღიობია გაჭრილი. აივნის ქვეშ გვიან გაჭრილი კარია, რომელიც არღვევს ფასადის კომპოზიციის მხატვრულ გადაწყვეტას. როგორც აღვნიშნეთ, რიზალიტი პარაპეტით სრულდება; მასში ჩასმულია რუსტირებები. მის ქვემოთ სადა ჩაღარული კარნიზია, რომელსაც კბილანების მწკრივი მოსდევს. რაც შეეხება ეზოს, აქ გვაქვს შუშაბანდები და აივნები, რომელთა უმეტესი ნაწილიც ძლიერაა გადაკეთებული.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3959",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბერიძე ვუკოლის ქ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796487419999998,
    "Y" : 41.693934239999997
  }
}