{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4496?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4496?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4496?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4496",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4496,
    "ID" : 4496,
    "Name" : "ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის ქვედა კორპუსი",
    "FullName" : "ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის ქვედა კორპუსი",
    "Description" : "ალბერტ ზალცმანის მიერ აგებული მართკუთხა მოხაზულობაში ჩაწერილი ნაგებობა თავდაპირველად ქალთა გიმნაზიის ფუნქციისა იყო. ის დღეისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქვედა კორპუსს წარმოადგენს. ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი სიმეტრიულია. ცენტრში ყველა სართულზე განსხვავებული პილასტრებით მონიშნულია განიერი რიზალიტი. რუსტირებულ პირველ სართულზე საჭექი ქვის ფორმის რუსტებით შემკული სარკმლებია გაჭრილი, რომელთა შორისაც, შუა ღერძზე, ფასადის სიბრტყიდან წინ გამოწეულ მართკუთხა სეგმენტზე, შენობაში შესასვლელი კარია მოქცეული. ასევე რუსტირებულ მეორე სართულზე, მართკუთხა ნიშებში თაღოვანი სარკმლებია  მოქცეული. ისინი ორივე მხრიდან რკალური ფრონტონით დაგვირგვინებული და მცენარეული გამოსახულებებით შემკული რუსტირებული პილასტრებით არის შემოსაზღვრული. მესამე სართულზე, სადა ნახევარსვეტებით შემოსაზღვრულ რიზალიტის კომპოზიციას თითქოს პილასტრებზე დაყრდნობილი თაღებით დაბოლოებული სარკმლებისა და კორინთული პილასტრების თანმიმდევრული რიგი ანაწევრებს. რიზალიტს პილასტრებს ზემოთ მოთავსებული წყვილი კრონშტაინებით შემკული ფრიზი აგვირგვინებს. რიზალიტის ორივე მხარეს სარკმლები თანაბრად არის განაწილებული. პირველ სართულზე გაჭრილ შეუმკობელ და მესამე სართულზე სადა საპირეებით შემოსაზღვრულ სარკმლებს შორის, მეორე სართულის ფანჯრები კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თაროები ამკობს. \r\nნაგებობას მარცხენა მხრიდან შეულესავი აგურის  შენობა ერთვის. ეზოსკენ მიმართული,  ევროპულ არქიტექტურულ სამკაულთა სისტემას დაქვემდებარებული ფასადი სადაა. ორსართულიანი შენობა სიმეტრიულია, ცენტრში მკვეთრად გამოყოფილი რიზალიტითა და მის ორსავ მხარეს გაშლილი თანაბარი ფრთებით. შენობის საერთო სიმაღლესთან შედარებით მაღალ რიზალიტს რკალური ფრონტონი აგვირგვინებს. რიზალიტი ორ არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, ქვედა მხარე, საიდანაც შენობაში შესასვლელია მოწყობილი, შედარებით მომცროა, ზედა, რომლის ორივე კიდესაც წყვილი კორინთული პილასტრი საზღვრავს, შედარებით მაღალი. აღნიშნულ პილასტრებს შორის დიდი ზომის რკალური სარკმელია მოქცეული, რაც ფასადის ცენტრულ კომპოზიციას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. რიზალიტის ქვედა მხარე, მის ზემოთ წარმოდგენილი სეგმენტისთვის ერთგვარი კვარცხლბეკია, რომელსაც ის ეყრდნობა, რაც ფასადს გაწონასწორებულსა და მყარს ხდის. \r\nრიზალიტის აქეთ-იქით გაშლილ შენობის ფრთებს, ორივე სართულზე, სადა, მასიური ჩარჩოთი გაფორმებული სარკმლების თანმიმდევრული რიგი მიუყვება. ფასადს, სარკმლებს შორის, ორი, სართულების გამყოფი და ღიობებს ქვეშ დატანილი სადა კარნიზი გასდევს. შენობას ასევე სადა კარნიზი აბოლოებს. \r\nშენობის ორივე ფასადი სადად და გააზრებულად არის მორთული. ძირითად სამკაულად გამოყენებულია თაროები და ორდერული სისტემა. მათი მხატვრული გადაწყვეტა კი ფასადს მყარს, გაწონასწორებულს ხდის, რაც მის მხატვრულ ღირებულებას ერთი-ორად ზრდის. აღწერილი ქუჩას მიმყოლი ნაგებობა თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს.\r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4091",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გუდიაშვილი ლადოს ქ./10",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1874",
    "InitialFunction" : "საგანმანათლებლო, სამეცნიერო;",
    "CurrentFunction" : "კულტურა\u003e\u003eმუზეუმი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.800786539999997,
    "Y" : 41.696232960000003
  }
}