CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4495
ObjectID: 4495
ID: 4495
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სამსართულიანი მსხვილმასშტაბიანი სახლის მთავარი ფასადი ასიმეტრიულია. შენობის შუა ნაწილი სამკუთხა ფრონტონით დასრულებული, მძლავრად შვერილი რიზალიტით არის გამოყოფილი. ფასადის გადაწყვეტა მძიმედ რუსტირებული სიბრტყეების და ქვის გლუვი ზედაპირის დაპირისპირებას ემყარება. ეს პრინციპი კარგად გამოიკვეთა ფრონტონის გაფორმებაში, სადაც თაღნარია დამატებული. რიზალიტის პირველი სართული დიდ თაღოვან ღიობსა და პარადულ კიბეს წარმოადგენს. მძიმედ რუსტირებული სართულის თავზე წრიული ორნამენტებით შედგენილი სართულშუა სარტყლის შემდეგ ქვის მოაჯირიანი აივანი მოდის, რომლის ზემოთაც ქვის კონსოლებს დაყრდნობილი რკინისმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. ფრონტონის ქვეშ კიდევ ერთი სართულშუა სარტყელია, რომელიც მცენარეული ორნამენტის მსხვილ კანტს წარმოადგენს. ნაგებობის ყველა სარკმელი სწორკუთხაა და დეკორის გარეშეა მოცემული. ფასადზე სხვადასხვა ადგილას ჩართულია წრიული და მცენარეული ორნამენტების მცირე ფრაგმენტები. აღსანიშნავია რკინისმოაჯირიანი აივნის ორსავ მხარეს არსებული ნიღბისა და ფრინველთა სიმბოლური გამოსახულებით შედგენილი დეკორი. პარადული, იმპოზანტური სადარბაზოს ინტერიერი ეხმიანება სახლის ფასადების სტილსა და დეკორის ორნამენტულ მოტივებს. მისი გაფორმება ძირითადად მოდერნის სტილშია, თუმცა არ-დეკოს ნიშნებსაც შეიცავს. ინტერიერი მარმარილოთია გაფორმებული, კედლები კი თეთრი კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული. ჭერი კესონებით და დაფერილი ორნამენტებითაა დეკორირებული. კიბე და მისი ბალუსტრადა ფერადი მარმარილოსია. შუქფარანი და შიდა კარები ვიტრაჟებითაა დეკორირებული; ასევე, აღსანიშნავია ლითონის სხმული სახელურები და ხის დეტალები. ნაგებობას ქუჩისგან ქვისა და რკინის გისოსებისგან შემდგარი ღობე გამოყოფს, ფასადის მარცხენა ნაწილში კი ჭიშკარია მოწყობილი, საიდანაც გვირაბის გავლით ეზოში ვხვდებით. ეზოში მძლავრად შვერილი რიზალიტია, რომელიც აგურისაა და შეულესავადაა დატოვებული. დ. ჭონქაძის 12 მოდერნის შენობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და საინტერესო ნიმუშია და თბილისის ხუროთმოძღვრებისთვის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5329
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79491585
Y: 41.69285943