ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4493
ObjectID: 4493
ID: 4493
Name: ცენტრალური ტელეგრაფის შენობა
FullName: ცენტრალური ტელეგრაფის შენობა
Description: ავტორები არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, თ. მიქაშავიძე. ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის შენობა 1978 წელს აშენდა. ნაგებობა ხუთსართულიანია. გეგმარებით მართუკუთხა შენობა მკაცრად სიმეტრიულია, მისი ოთხივე ფასადი ერთმანეთის იდენტურია და თანაბარმნიშვნელოვანი. შენობა ტუფის ქვითაა მოპირკეთებული. ნაგებობა უხვად არის დაცხრილული ფართო ღიობებით, ფაქტობრივად ვიტრინებით, რომლებიც მთელს სიმაღლეზე აღმართული სიბრტყიდან დიდად გამოწეული კედლის შვერილებს შორის სიღრმეშია განთავსებული. კედლის შვერილების სიგანე ერთნამეთის გამოტოვებით მონაცვლეობს, ერთი უფრო ძლიერ არის გამოზიდული, მომდევნო კი ნაკლებად. ძლიერ გამოზიდული შვერილები ქვედა, პირველ სართულზე სვეტებად დგას და ოთხივ მხრივ გალერეას ქმნის, საიდანაც შესაძლებელია შიდა სივრცეში მოხვედრა. სიბრტყიდან გამოწეული ნაწილები სიმეტრიულ ვერტიკალებად ანაწევრებს ოთხივე ფასადს და ნაგებობის განსაკუთრებულ ხასიათსაც სწორედ ეს დანაწევრება ქმნის. შენობას პროფილირებული, საკმაოდ წინ გამოშვერილი კარნიზი აქვს, კარნიზის თავზე კი კიდევ ერთი დამატებითი სართულია, შეუმინავი, სრულიად ღია და შენობის საერთო მოცულობიდან წინ გამოზნექილი. მას სვეტნარი აკრავს გარს. სვეტები, ისეთივე ბრტყელი, არასტანდარტული ფორმისაა, როგორც ძირითადი ნაგებობის სვეტები თუ კედლის შვერილები. მიუხედავად ამისა, ბოლო სართულის სვეტნარი განსხვავებული ფორმის გამო უფრო დაღარულ კედლად აღიქმება, ვიდრე სვეტებიან გალერეად. ეს ნაწილიც, თავის მხრივ, პროფილირებული ლავგარდნით არის განსრულებული და მთლიანობაში ხუთსართულიანი ნაგებობის გადახურვად აღიქმება. ნაგებობა თავისი მახასიათებლებით საბჭოთა არქიტექტურის ტიპიური და გამორჩეული ნიმუშია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./31
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასასრული, 1978წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79376449
Y: 41.70294955