CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4491
ObjectID: 4491
ID: 4491
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი გეგმის მიხედვით მართკუთხედშია ჩაწერილი, რომელსაც ეზოსკენ ვიწრო კუდივით ფლიგელი ერთვის. დაფერდებული რელიეფის ქუჩის მიმყოლად განლაგებული სადად შემკული ფასადი ასიმეტრიულია. პირველ სართულზე, თითქმის კვადრატული, ძალიან დაბალი, შეუმჩნეველი რკალით დაბოლოებული და თითო ვიწრო, ჰორიზონტალური რუსტით დასრულებული სარკმლების რიგია მოთავსებული, რომელშიც, ერთმანეთის საპირისპიროდ, ორი შესასვლელია გაჭრილი. მარცხნივ დატანილი კარი მხოლოდ პირველ სართულს იკავებს, მარჯვენა კი, მას ცდება და ნაწილობრივ მეორე სართულზეა მოქცეული. მეორე სართულზე კარნიზული სარკმლებია ჩამწკრივებული. ფასადის ორივე განაპირა მხარე დორიულ და კორინთულ მოკრძალებულ ნახევარსვეტებშია მოქცეული, რომელთა შორისაც წყვილი სარკმლებია დატანილი. მეორე სართულის დაღარულ სიბრტყეზე, ისინი ჰორიზონტალურ და საჭექი ქვის მომნიშვნელ ხაზებშია მოქცეული. მესამე სართულის ღიობები სადა საპირეებით არის გაფორმებული. შენობას ორი, განსხვავებული ზომის რკინის აჟურული გადახურული აივნები ერთვის, რაც სადა საფასადე კომპოზიციას მრავალფეროვანს ხდის. შენობა ეზოს შემცველია, რომელში მოხვედრა გ. აბაშიძის ქუჩის მხრიდან, ვიწრო ყელით არის შესაძლებელი. მას ნაგებობის კუდისებრი ვიწრო ფლიგელი ერთვის. ეზოს სახლი კუთხით შემოწერს და აგურის გალავანი ერთვის. მისკენ მიმართული ფასადის ზედა ორო სართული, ხის რიკულებიანი მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებითა და სადა შუშაბანდებით არის წარმოდგენილი, რომელსაც მაღალი პროპორციის მქონე დორიული სვეტების რიგი მიუყვება. აივნები ერთმანეთს მის სიღრმეში მოთავსებული ასევე ხის, კიბეებით უკავშირდება. სართულებს შორის პროფილირებული ფრიზებია გავლებული. პირველი სართულის ფასადი გვიანი ჩარევების შედეგად სახეცვლილია. საცხოვრებელი სახლის ქუჩისკენ მიმართული ფასადი სადაა, რომელსაც აჟურული აივანი ამრავალფეროვნებს. ხუროთმოძღვრული სამკაული გააზრებულად, ქუჩის დაფერდების გათვალისწინებით არის გამოყენებული. ეზოსკენ მიმართული ფასადი ალბათ ნაგებობის მთვარ ღირსებად უნდა მივიჩნიოთ. თითქმის სრულად შენარჩუნებული მისი თავდაპირველი იერსახეს მოხდენილი დორიული სვეტები, პროფილირებული ფრიზები და რიკულებით შემოსაზღვრული აივნები ნაგებობას თვალშისაცემს ხდის. შენობა, დიდწილად, ქუჩის მხატვრული იერსახესა და მასშტაბს განსაზღვრავს. მის მნიშვნელობას კი, არც თუ ისე გავრცელებული, ერთგვარი ვიწრო კუდით დაბოლოებული გეგმა ერთი-ორად ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4313
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვაჩნაძე ნატოს ქ./5.აბაშიძე გრიგოლის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი;
საცხოვრისი;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80220967
Y: 41.69627432