{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4490?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4490?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4490?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4490",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4490,
    "ID" : 4490,
    "Name" : "\"პაშა ბანკი\"",
    "FullName" : "საზოგადოებრივი შენობა",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობის მთავარი ფასადის მხატვრულ დამუშავებაში რენესანსის, ბაროკოსა და ამპირის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული. მის პომპეზურ სახეს განაპირობებს სამი რიზალიტით აქცენტირებული, სიმეტრიული კომპოზიცია. რიზალიტებს შორის, კედლის სიბრტყე მეორე და მესამე სართულებზე ორ-ორი, სწორკუთხა ფანჯრით ნაწევრდება. თვით რიზალიტებში ქვის აივნებია. ამასთან, მესამე სართულის აივნებისთვის საყრდენად ქცეულა, მეორე სართულის აივანთა მოაჯირებიდან აყოლებული, მონაცრისფრო მარმარილოს იონიური კაპიტელების მქონე, მრგვალი სვეტები. თავად ეს აივანი პირველი სართულის ღიობთა თავზე გამავალი ფრიზიდან ამოზრდილ მძლავრ კრონშტეინებს ეფუძნება. შუა, შედარებით განიერ რიზალიტში აივნები გეგმაში მომრგვალებული ფორმისაა, განაპირა ნაწილებში კი სწორკუთხაა. აივნის კედლებზე სვეტების ერთგვარი პროექცია ხდება მარმარილოსავე სწორკუთხა პილასტრების სახით. \nფასადის პირველი სართული სახეშეცვლილია. თავდაპირველად რიზალიტებში თაღოვანი ღიობები ყოფილა გაჭრილი, მათ შორის კი - დიდი ზომის სწორკუთხა ვიტრინები. ამჟამად, ცენტრალური ღიობი სწორკუთხაა. შეცვლილია ყველა კარი და ვიტრინა. მათი ხის ალათებიანი კარების წინ ლითონის ჭვირული ცხაურია აკრული. შენობის მთავარი ფასადის შესახებ საინტერესო ინფორმაციას იძლევა საარქივო ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ შენობის კარები პირველ სართულზე და ცხაურები დამზადებულია თავდაპირველის ანალოგიით, ავთენტური უნდა იყოს ორი განაპირა კარის ფრამუგების ნაწილები. შეცვლილია პირველი სართულის მოპირკეთება, მისი დიდი ნაწილისთვის გამოყენებულია აქტიური ჟღერადობის, მწვანე ფერის  მარმარილოს ფილები. ფასადების თავდაპირველი მოპირკეთება პირველ სართულზე შემორჩენილია მხოლოდ განაპირა რიზალიტებში, ღიობების გარშემო. \nფასადზე ყველა ღიობი დამუშავებულია პროფილირებული საპირით, საჭექი ქვების ადგილზე მცენარეულ მოტივებზე აგებული ჰორელიეფია. მეორე სართულის მოაჯირებში ქვის განიერი, გეომეტრიზირებული ფორმის რიკულებია ჩასმული, მესამე სართულის აივნებს ასევე, ქვის გამჭოლი, მხოლოდ ორნამეტული ნატეხის მქონე მოაჯირები აქვს. მცირე ზომის იონიკების რიგი გასდევს მესამე სართულის აივნების ძირს. მესამე სართულის თითოეული ღიობის ზემოთ, მათ სიგანეზე, მცენარეული ორნამენტებით შემკული რელიეფებია, ცენტრში მარმარილოს კოპებით. ფასადს ასრულებს იონიკების რიგი, მსხვილად წინ წამოწეული პროფილირებული კარნიზი და რიზალიტების შესაბამისი, სამი, შემაღლებული, ვოლუტებიანი მრუდხაზოვანი ორნამენტული ნაწილით დაგვირგვინებული პარაპეტი, თითოეულ მათგანზე მცირე ზომის ქვის ამპირული კვერთხით. ამათგან, ცენტრალური უფრო განიერია და მისი რელიეფიც უფრო მდიდრული - გირლიანდით შემკული მსხვილი წნული.  \n1990-იანი წლების დასაწყისში, დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკური კატაკლიზმების დროს, შენობა დაიწვა. მისი რეაბილიტაცია განხორციელდა ფასადების რესტავრაციისა და შიდა სივრცის თითქმის, მთლიანად ხელახლა აგების მიმართულებით. ამასთან, მოხდა მანსარდის სართულის დამატება, რომლის ფორმაც ჩვენგან მარცხნივ განთავსებული რუსთაველის თეატრის მანსარდს მიესადაგა. მთლიანობაში, საფასადე გაფორმება ერთგვარი სისადავით და სიმკაცრით ხასიათდება. შენობის უკანა ფასადი, რომელიც სტამბის ჩიხის მხარეს გადის, დიდწილად არის შეცლილი. რელიეფიდან გამომდინარე, ნაგებობის ამ მხარეს სრულად გამოდის სარდაფის ორი დონე. ამას ემატება დაშენებული სართული, რომელიც მომრგვალებულია და შედეგად, ვიღებთ შვიდსართულიან ფასადს, მარცხენა, თეატრის მომიჯნავე ნაწილში, კიდევ უფრო შემაღლებული, კიბის უჯრედის წინ გამოწეული მოცულობით. \nფასადის პირველი, მეორე და მესამე სართულები - ძველის სტილიზაციაა -შებრტყელებულთაღოვანი ფორმის ფანჯრები სადა საპირეებით არის გარშემორტყმული, დანარჩენი სიბრტყე კი პირველ-მეორე სართულებზე შელესილობით არის რესტავრირებული, მაღალ სართულზე კედლის სიბრტყე თეთრად არის შელესილ-შეღებილი. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სართულების მარცხენა ნაწილს თანამედროვე აივნები აქვს. მთლიანად თანამედროვე სახეს ატარებს მინაშენი ეზოში. იგი პირველი სართულის სიმაღლეზეა მიდგმული შენობის მთელ სიგანეზე და ცენტრში მსუბუქი კონსტრუქციის კამაროვანი გადახურვა აქვს. ეს მინაშენი სრულიად შეუფერებელია შენობისათვის. შენობა აგებულია აგურით. ავთენტურია მისი სარდაფები, მთავარი ფასადის ძირითადი ნაწილი და უკანა ფასადის ნაწილი. ინტერიერში გამოცვლილია სართულებშუა გადახურვები, ახალი ხვეული კიბე ლითონის მოაჯირით. გეგმარება შესაძლოა ძველის ანალოგიურია, ისევე როგორც გეომეტრიული ნახატის მქონე შელესილობა კედლებსა და სხვადასხვა სართულების ჭერზე. გვიანდელია მარმარილოთი მოპირკეთებული ყველა იატაკი შენობის შიდა სივრცეში და მარმარილოს საფეხურებიანი ლითონის მოაჯირიანი ხვეული კიბე. შენობა რომ XX საუკუნის I ათწლეულში უნდა იყოს აგებული, შეგვიძლია დავასკვნათ როგორც მისი სტილისტიკიდან გამომდინარე, ისე საარქივო ფოტოების მიხედვით - ფოტოზე სადაც დღევანდელი რუსთაველის თეატრია აღბეჭდილი (მისი აგება 1901 წელს დამთავრდა), მოჩანს მის გვერდით მდგომი, ხარაჩოში ჩასმული შენობის ნაწილი. ამავე ფოტოს მიხედვით, დღევანდელი რუსთაველის თეატრის შენობის მეორე მხარეს ყოფილი სასტუმრო \"ბეთანიის\" ორსართულიანი შენობაა. ცნობილია, რომ ამ უკანასკნელს არქიტექტორ ა. ოზეროვის პროექტით 1908 წელს III სართული დაემატა. შესაბამისად, ჩვენი ნაგებობა აშენდა რუსთაველის თეატრის აგების შემდგომ და სასტუმრო \"ბეთანიის\" რეკონსტრუქციამდე  1901-1908 წლებს შორის.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4814",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რუსთაველის გამზ./15",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;კულტურა;",
    "CurrentFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797894909999997,
    "Y" : 41.699279699999998
  }
}