ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4488
ObjectID: 4488
ID: 4488
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა 19-ე საუკუნის დასასრულს განეკუთვნება. სახლი ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას და კუთხისებურია. მისი ორივე, ქუჩისკენ მიმართული ფასადი ერთმანეთის მსგავსია. ფასადები დეკორატიულადაა შელესილი და შეღებილია თეთრ-ვარდისფრად. თოთოეულ სართულზე სიმეტრიულად განალგებულ სარკმლებს შორის კანელურებიანი დორიული პილასტრებია, მათ გასწვრივ ჯუჯა პილასტრები აუყვება სახლის პარაპეტსაც. ქვედა სართულზეც, იგივე ზოლზე პილასტრებია, მხოლოდ კანელურების გარეშე. ორივე სართულის სარკმლები უმკობია, თითოეულს მხოლოდ სადად პროფილირებული საპირე შემოწერს. მეორე სართულზე, ცენტრში ქვის ბალუსტრადიანი აივანია. ორ სართულს ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყელი ყოფს. სახლის ქვედა სართულის ფასადი ძალზე სახეცვილია, მასში კაფე-ბარია განთავსებული, რომელის იერის შესაბამისად, ამ ნაწილში ფასადი მუყავისფროდაა შეღებილი, სახეცვლილია ღიობებიცა და მათი მოჩარჩოებაც. სახლის ავთენტურობაც საკმაოდ დარღვეულია. ახალი ნალესობის შედეგად შეცვლილია ზოგიერთი ქვედა სვეტის იერი. ორივე ქუჩის მხარეს, სახლს გვერდითა ეზოები აქვს რომლებიც აგურით ნაგები მესრითაა შემოფარგლული. აღსანიშნავია გ. ახვლედიანის ქუჩის მხარეს მდებარე ეზოს თაღოვანი ღიობი, ხის მარაოსებრი ჭვირული ტიმპანით. ეზოს მხრიდან მხოლოდ მეორე სართულზეა შემორჩენილი ძველი შუშაბანდი, უმეტესი ნაწილი განახლებულია. ნაგებობა ეკლექტურია, მასში კლასიცისტური ნიშნები ჭარბობს. 1924-1969 წლებში აქ ცხოვრობდა შ. ნუცუბიძე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3863
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახვლედიანი გიორგის ქ./6.ეკალაძის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.790421
Y: 41.70504589