CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4487
ObjectID: 4487
ID: 4487
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ბროსეს ქუჩის ბოლო ტოტში, სანაპიროს ქუჩის სიახლოვეს და მეზობელ სახლთან ერთად ბროსეს ქუჩის აღნიშნული ნაწილის დომინანტურ ნაგებობას წარმოადგენს. შენობა ორსართულიანია, ღია ტერაკოტისფრად შეღებილი ნალესი ფასადით. შენობის საამშენებლო მასალად გამოყენებულია თბილისური ფორმის აგური და აგებულია მე-19 საუკუნის მე-2 მესამედის ბოლოს. შენობის ფასადი პილასტრებით სამ ნაწილად იყოფა, შუა ნაწილი წრმოადგენს შენობის დომინანტურ ნაწილს, სადაც განთავსებულია სადარბაზოს კარი და აივანი. ფასადის მარცხენა ნაწილში განთავსებულია ჭიშკარი, ხოლო მარჯვენა ნაწილში იგივე სივრცე ფანჯრებს უკავია. ფასადი კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი ეკლექტური ელემენტებით. დეკორი სადაა და მკაცრი, მოკლებულია ყოველგვარ პარადულობას. შენობის ძირითად შემკულობას წარმოადგენს მე-2 სართულის ფასადზე განლაგებული სადა ფორმის პროფილირებული პილასტრები. პირველი სართული ფანჯრების ფრიზს ამკობს წრიული ფორმის რელიეფური დეკორი, ხოლო მეორე სართულის ფანჯრების ფრიზზე განლაგებულია უფრო მოზრდილი ზომის ნახევარწრის ფორმის რელიეფური დეკორაციული ფორმები. შენობის სართულები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ორი იდენტური პროფილირებული კარნიზით, რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს შენობის ფასადს. სახლის ფასადზე გამოდის ლითონის ჭვირულ მოაჯირიანი მართკუთხა ღია აივანი, რომელიც დღეისათვის შუშაბანდათაა გადაკეთებული. შენობის კარები ხისაა, ყრუ, სადა გეომეტრიული დეკორით, ფანჯრების გარეშე. სადარბაზო კიბე მთლიანად ხისაა (საფეხურები, მოაჯირები) და მაშინდელი თბილისური სადარბაზოების მსგავსი. შენობის კართან მდებარეობს მასიური ბაზალტის ორი საფეხური. პირველი საფეხური ბაზალტის სამი მასიური ბლოკისაგან შედგება, ხოლო მეორე საფეხური ერთიანი ქვის ბლოკისგანაა დამზადებული. შენობის ეზოში გასვლა შეიძლება მართკუთხა თაღოვანი გვირაბით, რომლის ორიგინალი ჭიშკარი დაკარგულია და 60-იანი წლების ლითონის ჭიშკრითაა შეცვლილი. ეზო ტრაპეციის ფორმისაა. სახლი ეზოში გამოდის შუშაბანდების მწკრივით, რომელშიდაც შეინიშნება წარსულში ღია აივნის ხის სვეტები, ხის ჭვირული მოაჯირი და სადად დეკორირებული ხის კარნიზი. აღსანიშნავია შენობის სათადარიგო ლითონის კიბე, რომელიც სადა გეომეტრიული ფორმისაა და ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი სხვა კიბეების მსგავსია. დღეისათვის კიბე გამოიყენება ძირითადი, პარადული კიბის ფუნქციით. ეზოს ერთ მხარეს კეტავს უკანა სახლის აგურის ყრუ კედელი, რომელიც შეულესავი თბილისური აგურითაა ნაგები და ლითონის კიბესთან ერთად ეზოს გრაფიკულ იერს ანიჭებს. შენობა წარმოადგენს თბილისური საცხოვრებელი სახლის საინტერესო ნიმუშს, განსაკუთრებით დიდია მისი მნიშვნელობა ბროსეს ქუჩის განაშენიანებისა და ზოგადად მთაწმინდის არქიტექტურული ლანდშაფტის (ბოლო დატერასების) კონტექსტში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4006
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბროსეს ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7991943
Y: 41.70172373