{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4485?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4485?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4485?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4485",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4485,
    "ID" : 4485,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა სამსართულიანია, აგებულია აგურით, დაკორატიულადაა შელესილი და შეღებილია. სახლი სიმეტრიულია, სადარბაზოებში შესასვლელი ორი ერთნაირი კარით ნაგებობის ორსავ მხარეს და რიტმულად ჩამწკრივებული ერთნაირი სარკმლებით. სართულებს ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყლები ყოფს. თითოეულ სართულზე ფასადთა დამუშავება განსხვავებულია. ქვედა სართულზე ნალესობით გოფრირებული და სადა მონაკვეთების მონაცვლეობაა. მეორე სართულზე კანელურებიანი პილასტრები აუყვება კედლებს, რომელთაც კორინთული კაპიტელები განამშვენებს. ეს პილასტრები მხლოდ განაპირა, აქეთ-იქით, შენობის თავსა და ბოლოში არსებულ კართა ზემოთ არის აღმართული, მათ შორის არსებული თითო სარკმელი სხვა სარკმლებზე ფართოა, სამჩარჩოიანი. სვეტები და დიდი სარკმლები ხსენებულ ორ კართნ ერთად ერთგვარად აჩარჩოებს შენობის ფასადს. მართკუთხა სარკმლები უმკობია, მხოლოდ სადად პროფილირებული საპირეები ევლება გარს პირველი სართულის სარკმლებს, რომელნიც ცენტრში მშვილდისრისებურად ირკალება. მეორე სართულზე კი საპირეებს საჭექი ქვის იმიტაცია აქვთ. ფასადის მარცხეანა მხარეს არსებულ ფართო ღიობში დეკორატიულად გაფორმებული ლითონის წინფრათი გამშვენებული კარია ჩასმული, რომელიც ღიობზე ბევრად უფრო ვიწროა; არსებული სიცარელეები ქვემოთ ამოშენებულია, ზედა ნაწილში კი ხის სვეტებიანი ჩარჩოთი და ლითონის ცხაურითაა შევსებული. (გვერდითა ცხაურები შენობის თანადროული არ უნდა იყოს და არც რაიმე ღირებულებას არ წამოადგენს, რაც შეეხება ხის ჩარჩოებს და თავად კარს, ისინი ავთენტურია). მეორე ფართო ღიობში ორი კარია ჩასმული ერთმანეთის მიჯრით. ორივეს ერთი საერთო მოჩარჩოება აქვს და საერთო ტიმპანი, რომელშიც შუშაა ჩასმული, შუშაზე კი ხის ორნამენტებიანი ვარდულია დამაგრებული. აქედან ერთი კარი ავთენტურია, ხისა, ლითონის წინფრათი, მეორე კი ახალია, ძველის მიმსგავსებით გაკეთებული. \nფასადებზე მრავალი სხვა სიახლეც ხვდება თვალს. მაგალითად აივნები, რომლებიც გარდა იმისა რომ გამოცვლილია, გადიდებულიცაა, ერთი მათგანი გაფართოვების მიზნით ისე დაუმაგრებიათ, რომ სულ დაუმალავთ მეორე სართულზე პილასტრის კაპიტელი. სადარბაზოში ხის კიბეა შემორჩენილი, აქვე აღსანიშნავია შუქფარანი. \nეზოს მხრიდან ნაგებობას შუშაბანდები აქვს. გარედან სამივე სართულის სიმაღლეზე ორი სპირალური კიბეა აღმართული, ერთი ჭვირულმოაჯირიანი ხის კიბე, ერთიც ლითონისა. შენობა საშუალო მხატვრული ღირებულების მატარებელია. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5010",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქიაჩელი ლეოს ქ./10",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.790731649999998,
    "Y" : 41.705534970000002
  }
}