CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4481
ObjectID: 4481
ID: 4481
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი სახლი, გეგმაში ლათინური "უ"-ს მოხაზულობისაა და აშენებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით". ორი ფასადით, ის მ. კოსტავას შესახვევისა და მის შუა წელზე მდებარე, ბაღზე გადის (ბაღის ცენტრში სათამაშო მოედანია მოწყობილი). ორივე ფასადი შელესილია და შეღებილი, მათი კომპოზიციური გადაწყვეტა მსგავსია.
პირველი სართული, შვერილი სარტყელით დასრულებული ცოკოლითაა ამაღლებული. ორივე სართულზე არსებული, თანაბარი რიტმით გაჭრილი ღიობები სწორკუთხაა. სართულებს შორის, გამყოფად გავლებულია მეანდრების რიგით შევსებული სარტყელი. მ. კოსტავას II შესხახვევისკენ მიმართული ფასადი, პირველი სართულის ნაწილში ოდესღაც, ფანჯრებით იყო დანაწევრებული, ამჟამად, მარჯვენა ორი ამოშენებულია. ღიობებს შორის შუაკედლისებს გლუვი პილასტრები აუყვება, რომლებიც მეორე სართულის შუაკედლისებსაც ანაწევრებს და პარაპეტის ფარგლებშიც აღწევს. მეორე სართულის ფანჯრების ქვეშ, მათ ჩამოსწვრივ სწორკუთხა უბეებია განთავსებული. ორივე სართულის ფანჯრებს სამი მხრიდან არშია ევლება, ქვედა ნაწილებში კი საერთო სარტყელი ფარგლავს. ბაღისკენ მიმართული ფასადი, ქუჩისგან ვიწრო ტროტუარის მომცველი, ლითონის ზღუდით არის გამოყოფილი. პირველი სართულის მარჯვენა განაპირა ღიობი კარისაა, ზემოდან მიდგმული წინფარათი. მეორე სართულის შუა ღიობი ასევე კარისაა და ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული, მსუბუქი, ცალქანობა გადახურივით. ორივე სართულის შუა სამი სარკმლისა და ფასადის განაპირა ნაწილებში პილასტრებია მოთავსებული. ორივე ფასადზე გავლებული პროფილირებული კარნიზი, ზემოდან პილასტრებსაც ევლება. პირველი სართულის ღიობები საჭექი ქვის ადგილებში ნაძერწი მცენარეული კომპოზიციებითაა დაგვირგვინებული. მეორე სართულის ღიობები კი გადმოკეცილი ფოთლებით შევსებული საჭექი ქვებით. უკანასკნელთა ბოლოებში წყვილ-წყვილი კრონშტეინებია მოთავსებული. კედლების ნაწილში კი კარნიზს ბრტყელი "იმპოსტების" მწკრივი გასდევს. ფასადები დაგვირგვინებულია კარნიზით დასრულებული პარაპეტით, პარაპეტის გლუვ კედლებში სწორკუთხა უბეებია მოწყობილი. ფასადები შეღებილია ღია ყავისფერი ტონით. ეზოსკენ მიმართულ მკლავს, მარჯვენა ნაწილში მესამე სართული აქვს დაშენებული, მის ფარგლებში არსებული პარაპეტის ნაწილი მოშლილია და მასზე ოდნავ, დაბალი კედელია ამოყვანილი, კედელი დაშენების აივნის მოაჯირს ეკუთვნის. მ. კოსტავას II შესახვევის ფასადი მარცხენა ნაწილში კედლით გრძელდება, რომლის ცენტრშიც ეზოში შესასვლელი ჭიშკარია მოთავსებული, კვადრატული გეგის ეზოს დანარჩენი სამი მხრიდან სახლი ფარგლავს. ეზოს მხარეს არსებული გახსნილი აივნები მეტწილად, შემინული ან ამოშენებულია. სახლი გადახურულია თუნუქით. შენობა აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში. ფასადთა გადაწყვეტაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4494
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოსტავას II შეს./2ა
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78360621
Y: 41.70955787