ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4480
ObjectID: 4480
ID: 4480
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა სამსართულიანია, ნაგებია აგურით, დეკორატიულადაა შელესილი და ხორცისფერ და თეთრ ფერებშია შეღებილია. ნაგებობა სამსართულიანია, რუსული პ-ს ფორმისა. არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში მას აქვს დომინანტის როლი. ტიპობრივად და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით, ანფილადურია. შენობა ატარებს ამპირის ნიშნებს. იგი უხვადაა დეკორირებული. მართკუთა სარკმლებს პრიფილირებული საპირეები შემოწერს, ზემოდან ფრონტონისა და ნახევარფრონტონის ფორმის ლარნაკიანი ზღუდარები ადგათ თავს. ზოგიერთი სარკმლის თავზე ადამიანის თავის სკულპტურული გამოსახულებებია მოთავსებული. მეორე და მესამე სართულზე ლითონის ჭვირული აივნებია განთავსებული – მეორე სართულზე სამი აივანია თითო სარკმლის გამოტოვებით, მესამეზე კი ხუთი აივანია _ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ფასადი მთლიანად რუსტიკის ტექნიკითაა ნალესი. ნაგებობას ლითონის ჭვირული პარაპეტი განასრულებს. შენობას ორი შესასვლელი აქვს ცენტრალურ ნაწილში, ერთი კარი სადარბაზოში მიუძღვება მნახველს, მერე კი ეზოში. ორივე შესასვლელი თაღოვანი ფორმისაა. სადარბაზოს ხის ორნამენტული კარი აქვს, ზემოთ მარაოსებრი ვიტრაჟული ტიმპანით. სადარბაზოში აღსანიშნავია დეკორატიული იატაკი ჭადრაკისებურად დაგებული შავ-თეთრი ფილებითა და შუაში ჩასმული ორნამენტებით. სადარბაზოს ჭერი ფერწერითაა შემკული. აქ ასევე აღსანიშნავია შუქფარანი და ხელოვნური განათება, ასევე ქვის კიბე ლითონის ჭვირული მოაჯირით. ეზოში შესასვლელი კარიც ლითონისაა, ასევე ძალზე დეკორირებული. ეზოს მხრიდან ნაგებობას შუშაბანდები აქვს. ეზოში ყურადღებას იპყრობს სპირალურად დახვეული ლითონი კიბე, რომელიც ნაგებობის სამივე სართულს აუყვება. ნაგებობა მაღალი მხატვრული ღირებულებისაა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4507
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოსტავა მერაბის ქ./41
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78595885
Y: 41.70833671