ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4479
ObjectID: 4479
ID: 4479
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი მოდერნის სტილის შენობა ორი ქუჩის შესაყარზე არის აღმართული. მისი ფასადი ასიმეტრიულია, რაც შენობის შუა ღერძიდან მარჯვნივ მოთავსებული, მოდერნისათვის შეუსაბამო მძლავრი ცხაურით შემოსაზღვრული ორი აივნით განისაზღვრება. ასეთივე აივანია შეკიდული შენობის მარცხენა განაპირა კიდეში, რომელიც გრძივ ფასადთან მიმართებით კუთხით გარდატყდება და თითქოს რუსთაველის პროსპექტის მოხაზულობას მიუყვება. ნაგებობის, ასევე მარცხენა ნაწილშია გაჭრილი ეზოში შესასვლელი გვირაბი და მას დართული, სადარბაზოს ხის ორფრთიანი, ცხაურით შემკული კარი. მის ორსავ მხარეს, ნაწილობრივ ფილებით მოპირკეთებულ ზედაპირზე, დიდი ზომის ვიტრინა-ფანჯრების რიგია მოქცეული. მეორე სართულს სადა, მართკუთხა სარკმლები ანაწევრებს. მესამე სართულზე კი, თაღოვანი ღიობებია დატანილი. ფანჯრების გარკვეულ რაოდენობას, ერთმანეთისაგან, მაღალი პილასტრები გამიჯნავს. ბესიკის ქუჩისკენ მიმართული ფასადი შედარებით სადაა. მას მართკუთხა სარკმლები და ცრუ ღიობები ანაწევრებს. ქუჩის დაფერდების გამო, სართულების რაოდენობა თანაბარი არ არის. სახლის ფასადს მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ფაქტურის სარტყელი და შეწყვილებული კრონშტაინებით დანაწევრებული ფრიზი ასრულებს. სარკმლებიც არტ-ნუვოს ცალკეული ელემენტებით არის შემკული. ნაგებობა ეზოს შეიცავს. მისკენ მიმართული ფასადი ხის მოხდენილი დორიული სვეტებითა და რიკულებით გაფორმებულ ღია აივნებს წარმოადგენდა, რომლის თავდაპირველი იერსახე გვიანი მიშენებებით, ამოშენებული კედლებით, ახალი რკინის კიბეებითა და შუშაბანდის შეცვლილი სარკმლებით არის დარღვეული. თუმცა მათ შორის მაინც გამოიკვეთება აივნის შემორჩენილი ფრაგმენტები და რკინის რამდენიმებაქნიანი კიბე. ნაგებობის ფასადი საზეიმო ელფერს შეიცავს, თუმცა ის სამკაულით გადატვირთული არ არის. აღწერილი საცხოვრებელი სახლი რუსთაველის გამზირზე აღმართული მოდერნის სტილის რამდენიმე შედარებით მცირემასშტაბიან სახლთან პარალელს პოულობს. მისი კუთხოვანი მოხაზულობა კი პროსპექტს კუთხით მიუყვება. ბესიკის ქუჩისკენ, რელიეფის შესაბამისად დაშვებული ფასადი, მთაწმინდის კალთაზე შეფენილ კვარტალს თითქოს კრავს და მის, დღეისათვის უკვე სახეცვლილ სილუეტს ნაწილობრივ ინარჩუნებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4813
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./14.ბესიკის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 0
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79745283
Y: 41.69881244