{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4478?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4478?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4478?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4478",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4478,
    "ID" : 4478,
    "Name" : "სამხატვრო აკადემია",
    "FullName" : "სამხატვრო აკადემია",
    "Description" : "არშაკუნის სასახლე XIX საუკუნის 50-იან წლების ბოლოს აშენდა, თბილისის საქალაქო არქიტექტორის გრიგოლ ივანოვის პროექტით. 1869-1886 წლებში ამ სახლში “საარტისტო წრე” იყო მოთავსებული, 1922 წლიდან კი აქ თბილისის სახლემწიფო სამხატვრო აკადემია მდებარეობს. არქიტექტურული მორთულობით ნაგებობა XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციას მისდევს: სამსართულიანი ნაგებობის მთავარი ფასადი ევროპულია, კლასიცისტურ-ბაროკული, ინტერიერში კი გვიანირანული დეკორია გამოყენებული (მინის და სტუკოს ორნამენტები სარკეებიან ფონზე, სპარსულწარწერიანი მედალიონები, ბუხრების მოყვანილობა, სტალაქტიტური ფრიზები, მუშარაბიანი ღიობები; ირანულ-ისლამური მოტივები გამოყენებულია შენობის სარკმლებშიც), რომელზეც თბილისში მოღვაწე ირანელი ოსტატები მუშაობდნენ. \r\nნაგებობა ეზოსკენ თბილისური, ხის, გადახურული, ორსართულიანი შეკიდული აივნებით იხსნება. შენობა გეგმით რუსული \"პ\"-ს ფორმისაა. კედლის მასალად გამოყენებულია ძველი აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. 1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი (იგი ამ დროს უკვე ქობულაშვილებს ეკუთვნოდა) გადაკეთდა არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის პროექტით, რომელმაც შეინარჩუნა რა ღიობთა ფორმა, ფასადი ბაროკოსა და როკოკოს ელემენტებით მორთო: ნაძერწი ნიჟარები, გირლიანდები, ნიღბები, ქალის თავის გამოსახულებები, “მაღალი” კრონშტეინები და სხვა. მთავარ ფასადს ამკობს ორნამენტირებული ლითონისმოაჯირიანი აივნები. \r\nპარადული ხასიათის ვესტიბიულში ვხვდებით მაღალი, ჩუქურთმებიანი ხის კარით.  ვესტიბიული უხვად არის დეკორირებული: მცენარეული ორნამენტის ნაძერწობით არის დაფარული პლაფონი, კედლები და ჭერი დაფარული დეკორატიული ხასიათის ნახატით, იატაკი და კიბეები მარმარილოსია, რომელსაც ამშვენებს ქვის მასიური მოაჯირი. შენობა ძალიან ავარიულია. ისტორიული სარკეებიანი დარბაზის ჭერი და ბათქაში იშლება, სარკეები ცვივა. არქიტექტურული სხეული დეფორმირებულია. 1922 წლიდან ამ შენობაში განთავსებული იყო პროფესორ ჰენრიხ ჰრინევსკის სახელოსნო და მისი მეუღლის, მარია პერინის საბალეტო სტუდია. ისინი აქ ცხოვრობდნენ 1937 წლამდე, როცა რეპრესირებული ჰანრიხ ჰრინევსი დახვირტეს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4074",
    "CategoryName" : "ეროვნული",
    "CategoryDocDate" : "2019-04-19",
    "CategoryDocNumber" : "195",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გრიბოედოვის ქ./22",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი, 1856წ.",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საგანმანათლებლო, სამეცნიერო;",
    "CurrentFunction" : "საგანმანათლებლო, სამეცნიერო\u003e\u003eუმაღლესი სასწავლებელი;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792764769999998,
    "Y" : 41.701415599999997
  }
}