CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4477
ObjectID: 4477
ID: 4477
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა ყოველმხრივ შემოწერს შიდა ეზოს. სახლი აგურითაა ნაგები. შენობას აქვს სარდაფი, რომელიც ფასადზე განივი ფანჯრების სახით გამოდის. შენობა მთავარი ფასადით ქუჩის მხარესაა მიმართული. ფასადის ნაწილები განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მარცხენა უფრო ფართო მონაკვეთი შელესილია. ნალესობაზე რუსტირების იმიტაციაა დატანილი. ორივე სართული ინდენტურადაა გადაწყვეტილი. ისინი დანაწევრებულია საპირე შემოვლებული სწორკუთხა ფანჯრებით, რომლებიც აღნიშნულია საჭექი ქვების იმიტაციებით. სართულებს შორის ფართო ჰორიზონტალური სარტყელი გადის, რომელიც განივი სწორკუთხედებითაა აღნიშნული. ფასადის მარჯვენა მონაკვეთი განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მეორე სართულის დონეზე მოწყობილია ხის აივანი, რომელიც შენობის გაბარიტებშია მოქცეული. პირველი სართულის არე გაფორმების გარეშეა დატოვებული. იგი ცოტა ხნის წინ შეულესავათ ცემენტით. პირველი სართულის არეში ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული სადარბაზოს კარი და ეზოში შესასვლელი ჭიშკარი. ეზოში ტალანის გავლის შედეგად ვხვდებით. შენობის იმ ფრთაზე, რომელიც ეზოს სიღრმეშია განთავსებული მესამე სართული მოგვიანებითაა დაშენებული და შუშაბანდს წარმოადგენს. პირველ და მეორე სართულებზე შენობას მთელს გაყოლებაზე აივნები გასდევდა. ახლა აივნების ნაწილი გადაკეთებულია (განსაკუთრებით პირველ სართულზე) და პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. აივნებს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვთ მოხარატებული მხატვრული დეტალები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4650
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მესხი კოტეს ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79302098
Y: 41.69706372