ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4475
ObjectID: 4475
ID: 4475
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: კუთხის სახლი აგურით არის ნაგები და ფერდობის გამო მისი ერთი მხარე ორსართულიანია, მეორე კი სამსართულიანი. ფასადები გარედან შელესილია და მინიმალურადაა დეკორირებული. ვ. კოტეტიშვილის შესახვევის მხარეს გამავალი ფასადი ორსართულიანია; მისი მარცხენა მოზრდილი ნაწილი პარაპეტით უფრო შემაღლებულია, ვიდრე მეორე მხარე; შესაძლებელია, ეს მხარე მოგვიანებით იყოს მიშენებული. ქვედა სართული წარმოადგენს სწორკუთხა სარკმლების მწკრივს, რომელიც ბოლოში, მარცხენა მხარეს კარის ღიობით სრულდება. კარი ორი საფეხურით არის შემაღლებული მიწის დონიდან. პარაპეტიანი ნაწილის მეორე სართულის კომპოზიცია სიმეტრიულია, აქ ცენტრს რკინის მოაჯირიანი აივანი წარმოადგენს. მეორე სართულზე ტიმპანიანი სარკმლების მწკრივი გვაქვს, რომელიც მარჯვნივ, ნაგებობის შედარებით დაბალ ნაწილში, დაბალთაღიანი ღიობებით გრძელდება. მეორე ფასადიც, რომელიც ვ. კოტეტიშვილის ქუჩაზე გამოდის, ორსართულიანია, თუმცა რთული რელიეფის წყალობით, მის ქვედა ნაწილში კიდევ ერთი მიწის სართული ჩნდება, მასში მარჯვენა მხარეს რკინის ორნამენტული ცხაურით გამშვენებული კარია გაჭრილი. კომპოზიცია ამ ფასადზეც ასიმეტრიულია. ზედა სართულზე ტიმპანიანი სარკმლების მწკრივია შუაში ჩართული რკინის მოაჯირიანი აივნით. ქვედა სართულზე მხოლოდ სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი. ფასადის ძირში სარკმლებია, რომელთა ნაწილიც მიწის ქვეშაა მოქცეული. ეზოს მხარეს შემორჩენილია ხის აივნები და სამ სართულზე გაჭიმული ხის კიბე. ეზოს ფასადი მრავალჯერაა გადაკეთებული და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის ქ./16.კოტეტიშვილი ვახტანგის შეს./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79498446
Y: 41.69647238