CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4471
ObjectID: 4471
ID: 4471
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ნაგებობის ფასადი სადაა. პირველი, რუსტირებული სართული ასიმეტრიულია. ღიობების რიგში, ცენტრალური ღერძიდან მარცხნივ, შენობაში შესასვლელია გაჭრილი, რომელშიც ახალი რკინის კარია მოთავსებული. მის ოროვე მხარეს განიერი, შეუმკობელი სარკმლებია დატანილი, მათ რიგს, შედარებით ვიწრო ფანჯარა აბოლოებს. მეორე სართულის საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია. ცენტრში რკინის ხიმინჯებით გამაგრებული დიდი ზომის, გვიან გაფართოებული, სამმალიანი აივანია შკიდული, რომელიც შუშაბანდად არის გადაკეთებული. აივანს მოხდენილი, კაპიტელებით დაგვირგვინებული სვეტები აფორმებს, რომლებზეც ჩუქურთმებიანი თაღები გადადის. მოაჯირები ვარდულისებური ჭვირული ორნამენტებით არის წარმოდგენილი. აივნის აქეთ-იქით თითო, საპირეებით შემოწერილი სარკმელია განაწილებული, რომლებიც კლასიცისტური თაროებით არის დაგვირგვინებული. ანალოგიურად არის შემკული გვერდითა ფასადიც. მას შეკიდული შუშაბანდიც ერთვის, რომლის ხის უბრალო დეტალებს შორის თავდაპირველი ჭვირული მოაჯირის ფრაგმენტები შეინიშნება. ის ერთადერთ გადარჩენილ ხის, ორნამენტირებულ, მძლავრ კონსოლსა და რკინის ხიმინჯებს ეყრდნობა (ისევე, როგორც შენობის გარკვეული ნაწილი). მის ქვეშ კარი და სარკმელია დატანილი. აღწერილი კომპოზიცია უფრო სადაა, ვიდრე მთავარი ფასადი. სახლს სარდაფი ერთვის, რომლის ღიობებიც ქუჩებისკენ არის მიმართული. მისი სიმაღლე 3 მეტრზე მეტი იქნება. მასში ჩასასვლელი კიბე თანამედროვე გისოსებით არის შემოსაზღვრული. შენობას, უკანა მხრიდან, აგურის შეულესავი კედელი ერთვის, რომელშიც ეზოს კარია გაჭრილი. მცირე ეზოს თავდაპირველი სახე მიშენებებითა და სხვა ჩარევების შედეგად სახეცვლილია. აღწერილი საცხოვრებელი სახლი კლასიცისტურ ელემენტებთან ერთად ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის თვისებებსაც შეიცავს. მის მხატვრულ ღირებულებას ხის აივნები ზრდის. სწორედ ხის აივნები გამოხატავს მის ხასიათს. ნაგებობა მიმდებარე განაშენიანებაში, გეგმარებითი თვალსაზრისით, რიგით როლს თამაშობს და სხვა სახლებთან ერთად ქუჩის მონაკვეთის სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5197
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს; ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79600306
Y: 41.69734158