CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4470
ObjectID: 4470
ID: 4470
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი, მცირემასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი, ქუჩის მხარეს ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით არის შემკული. ეზოსკენ კი ხის სადა აივნები და შუშაბანდებია მიმართული. ქუჩისკენა ექსტერიერი ასიმეტრიულია. შენობის ცენტრიდან მარჯვნივ, ორ ვერტიკალურად განლაგებული პილასტრების მსგავსი ფორმებით საერთო სიბრტყიდან სადარბაზოს ორი, ღრმა წირთხლიანი ღიობები გამოიკვეთება. მათ თავზე მოქცეულია სარკმელი და აივნის კარი. მსუბუქი, რკინის აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული აივანი რიზალიტის მარცხნივ არის მოთავსებული. მას სამკუთხა ფრონტონი ასრულებს და მის ორსავ მხარეს განაწილებულ ღიობების შემამკობელ რკალურ ფრონტონებს შორის ცენტრს გამოკვეთს, რაც საფასადე კომპოზიციას მეტ-ნაკლებად გაწონასწორებულს ხდის. მარჯვენა განაპირა ნაწილში რკინის მსუბუქი, აჟურული მოაჯირით შემოწერილი აივანია შეკიდული, რომელზეც ორი ღიობი გადის. მის საპირისპიროდ, ფასადის მარცხენა განაპირა მხარეს ერთღიობიანი, სხვა აივნების ანალოგიური ცხაურით შემოსაზღვრული აივანია მოათავსებული. სარკმლებქვეშ, მართკუთხა სიბრტყეებზე გირლანდებია დატანილი, ღიობები სადა საპირეებით არის შემოფარგლური და ზემოთ, ცენტრში, დეკორატიული, პროფილირებული საჭექი ქვა ერთვის. პირველი სართულის ფანჯრები შედარებით უბრალოდ, მხოლოდ სადა ჩარჩოებით არის გაფორმებული. მათ შორის ერთ-ერთი ღიობი ნახევრად ამოშენებულია და სარკმლის ნაცვლად კარის მომცრო ჭრილია დატანილი, რაც ფასადის ერთიან სახეს არღვევს. აღნიშნული სართული მთლიანად რუსტირებულია. შენობას უწყვეტი პარაპეტი აგვირგვინებს. სახლის სადარბაზოში ხის კიბეა მოწყობილი, რომლის ერთიანი, ოვალური ბაქნით მეორე სართულზე მოხვედრაა შესაძლებელი. ეზოს მხარეს გამავალი ფასადი გვიანი ჩარევების შედეგად სახეცვლილია და პირვანდელი იერი დაკარგული აქვს. მას, შენობა კუთხით შემოწერს და მეზობელი სახლის საზიარო ეზოს საერთო სურათში ხის აივნებითა და შუშაბანდებით ეწერება. აქვეა მოწყობილი სარდაფში ჩასასვლელი განიერი კიბე, სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი იქნება. აღწერილი შენობა ბაროკული იერის მატარებელია. ის ათონელის ქუჩის მხატვრულ სახეს, სურათსა და სილუეტს სხვა, ევროპული სამკაულით მორთულ სახლებთან ერთად კარგად განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3726
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80307456
Y: 41.69855768