ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4469
ObjectID: 4469
ID: 4469
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი ნაგებობა დ. ჭონქაძის ქუჩიდან ღრმადაა შეწეული. საფასადო კომპოზიცია არასიმეტრიულია, დომინანტს ერთმანეთის ქვეშ მოწყობილი აივნები და შუშაბანდი წარმოადგენს, რომლებიც ხისაა და აივნების მოაჯირი რიკულებითაა გაფორმებული. რაც შეეხება შუშაბანდს, ის სადაა და, სავარაუდოდ, თავდაპირველად არ უნდა ყოფილიყო და მოგვიანებით მოაშენეს. აივნებისა და შუშაბანდის მარცხნივ თითო სარკმლის ღიობია გაჭრილი, მარჯვნივ კი ყველა სართულზე ოთხ-ოთხი. ყველა ფანჯარა სწორკუთხა ფორმისაა, პირველი სართულის ღიობი სადაა და დეკორის გარეშეა დატოვებული, მეორე სართულისას ქვემოთ თითო რუსტი აქვს ჩასმული, ზემოთ კი დეკორატიულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი სადა თაროთი სრულდება. რაც შეეხება მესამე სართულის სარკმლებს, მათი დეკორი შედარებით უხვია, ისინი ტიმპანიან ღიობებს წარმოადგენენ, რომელთა ტიმპანებშიც მარაოსებრი დეკორია ჩაწერილი. ის კი ჩასმულია სადა, გვერდებში ჰორიზონტალურგადანაკეცებიან თაღში. მესამე სართულის სარკმლებს შორის კანელურებიან ბაზისებზე დაყრდნობილი სადა პილასტრებია ჩასმული, რომელებიც ქალის თავით გამშვენებული კაპიტელებით სრულდება. სართულშუა კარნიზები მთელ შენობას მიუყვება და სადა, პროფილირებულ კანტებს წარმოადგენს. გვერდით ფასადებზე შედარებით სადად დეკორირებული სარკმლების მწკრივებია. ნაგებობას მარჯვენა ნაწილზე ხის დაშენება აქვს, რომელიც შუშაბანდს წარმოადგენს. აღწერილი მასშტაბური შენობა ხუროთმოძღვრული დეკორის მხრივ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5337
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./6.გერგეთის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79574573
Y: 41.69121787