CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4468
ObjectID: 4468
ID: 4468
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. ნაგებობის ფასადი ცენტრალ სიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ნაგებობა ფასადის მხრიდან სამსართულიანი, ხოლო ეზოს მხრიდან ოთხსართულიანი. სახლი დგას მძლავრ ცოკოლზე და მთლიანად რუსტირებულია. სახლი სრულად დაფერილია ნაცრისფრად. ნაგებობის სამივე სართულზე სარკმელთა ღიობებია ჩამწკრივებული. სახლს მთელს პერიმეტრზე თარაზული მარტივი ფორმის სარკმლები გასდევს, რომელთა ღიობებიც თეთრ ფერშია აქცენტირებული. საცხოვრებელი სახლის სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია მარტივი ორნამენტული სარტყლით. აქ შემორჩენილია ლითონის, ჭვირულმოაჯირიანი აივანები. პირველი სართულის მარცხენა მხარეს ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულცხაურიანი ჭიშკრით. თაღოვან გვირაბში მარჯვენა და მარცხენა მხარეს საცხოვრებელ ფართში შესასვლელი კარია. მას მარჯვენა მხარეს უპირისპირდება სადარბაზო, ხის ღიაყავისფრად დაფერილი უორნამენტო კარით. სადარბაზო უხარისხოდაა რესტავრირებული. სადარბაზო მთლიანად სახეცვილია და კარგული აქვს თავდაპირველი იერი. სადარბაზოს ვესტიბიულში შემორჩენილია ლითონის ჭვირული მოაჯირი, სადარბაზოს შესასვლელში არის დატანილი სახლის (სავარაუდოდ) აგების თარიღი 1911 წელი. საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას მისი ეზო წარმოადგენს. ეზოს მხრიდან ნაგებობა სახეცვლილია, ბევრ ადგილას შეინიშნება ნაგებობისთვის შეუსაბამო მინაშენები. თუმცა აქ კარგადაა შემორჩენილი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი მოხარატებული ხის ღია აივნები. ზოგიერთ ადგილას აივნების უმეტესობა ამოშენებულია და დამატებით საცხოვრებელ (ფართად) მოცულობად არის გამოყენებული. ნაგებობის მარცხენა მხარეს, ქუჩის მხრიდან, კიდევ ერთი სადარბაზოა მოწყობილი, მოხარატებული ხის კარით და წინფარით. აქ, სადარბაზო სრულად არის მოხატული. ვესტიბიულის კედლებზე შემორჩა სხვადასხვა ქვეყნების და კონტინენტების ალეგორიული გამოსახულებები. ეს კომპოზიციები შესრულებულია ზეთის საღებავით. ამ მოხატულობის შემსრულებელი უნდა იყოს მხატვარი ბენო ტელინგტელი. კიბის უჯრედის ბაქნის კედლებზე შემორჩენილია ორნამენტული პეიზაჟების ალეგორიული გამოსახულებები. ბოლო სართულის კედლები კი მორთულია სახლის მეპატრონეების მონოგრამებით. აღსანიშნავია ასევე ფერადი მოზაიკური იატაკი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4018
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გალაკტიონ ტაბიძის ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1911
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80144979
Y: 41.6905955