CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4467
ObjectID: 4467
ID: 4467
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის უბანში. სახლი გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებით. სახლის სართულების სრული რაოდენობა არის სამი. ნაგებობა გაწყობილია ფსევდორენესანსული ელემენტებით. იგი ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში. სახლი დგას ცოკოლის გარეშე. პირველი სართულზე დაფერილია მუქშინდისფრად. შენობის პირველი სართული დათმობილი აქვს კომერციულ ფართებს, რომლებიც ფასადისკენ გახსნილია ფართო და მართკუთხა ღიობებით. ზევით შეკრულია რთულპროფილიანი ლავგარდანის სისტემით. შენობის კედლები დაფერილია ღიავარდისფრად, არქიტექტურული დეტალები კი თეთრი ტონებით არის აქცენტირებული. ზედა ორ სართულზე სარკმელთა რიგებია, ლითონის კიდული, ჭვირულმოაჯირიანი აივნებით და ლავგარდანებისა და პარაპეტების რთულპროფილიანი სისტემებით. პირველ სართულზე ცენტრში ეზოში შესასვლელი მრუდწრეთარგიანი გვირაბია ლითონის ჭიშკრით. ფლანგებზე კი სადარბაზოებია, ხის კვეთილ ალათებიანი ორფრთიანი კარებით და წინფრათი. ზედა ორი სართული თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი, პირველი სართულის კი ნაწილობრივ შეცვლილია და ღიობები გადაკეთებულია. ნაგებობაზე აღსანისნავია შეისრული თაღების მქონე სარკმელთა რიგები რომლის მსგავსი მორთულობა თბილისურ საცხოვრებელ სახლებზე დღეს, თითქმის აღარ გვხვდება. ეზოს მხრიდან ნაგებობას არ აქვს დაკარგული თავდაპირველი სახე. აქ კარგად არის შემორჩენილი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ღია, ხის აივნები, თუმცა აივნების გარკვეული ნაწილი ამოშენებულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4632
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაჩაბელი ივანეს ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;
სავაჭრო;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8001529
Y: 41.69062153