{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4465?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4465?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4465?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4465",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4465,
    "ID" : 4465,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-20 საუკუნის დასაწყისის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს დომინანტის მხარდამჭერის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. \nშენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით  ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს სიმეტრიული რესული პ-სებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეს საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია  სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, აგურის წყობით გამოყვანილი რუსტირებული პილასტრებით და დასრულებულია ყრუ  ცენტრსა და განაპირა ნაწილებში შემაღლებული პარაპეტით. ფასადი შეულესავი აგურის დეკორატიული წყობით გამოირჩევა, მასზე გამოდის ერთი ცენტრალური აივანი ლითონის აჟურული მოაჯირითა და კრონშტეინებით. ფასადი გამირჩევა განაპირა სარკმელების და სადარბაზოს კარის აგურის არქივოლტებით. \nსახლს აქვს ერთი სადარბაზო, მისი ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხისავე მოაჯირები. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი კარის კომპოზიციური გადაწყვეტა, ხის დეტალებისა და ლითონის ცხაურების დეკორატიული დამუშავება.                                                                       შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებულია (ძირითადად პირველი სართული). შუშაბანდები გამოირჩევა ალათების დეკორით, ხის მოაჯირებითა და ხის ელემენტებით. ეზოს ფასადს აქვს ერთი ადრეული მინაშენი და ხის კიბე.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელისა და ლითონის ჩუქურთმიანი ჭიშკრის საშუალებით. \nშენობას აქვს სარდაფი, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3751",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ამაღლების ქ./14",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794462029999998,
    "Y" : 41.689744099999999
  }
}