CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4463
ObjectID: 4463
ID: 4463
Name: სასტუმრო "თბილისი მარიოტი"
FullName: სასტუმრო "მარიოტი"
Description: ყოფილი სასტუმრო "მაჟესტიკის" შენობა სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენდა. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი აქრიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისის ცნობილმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. არქიტექტორის პროგრესული ხასიათი ვლინდება იმაში, რომ ის არ არღვევს ქუჩის გრაფიკულ მოხაზულობას და არქიტექტურული ობიექტის პროექტირებას უქვემდებარებს ურბანულ ქსოვილს. ეს არის: ნაგებობის “შეზნექილი” ფასადი და გ. ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც ნაგებობის მთავარ მხატვრულ-არქიტექტურულ აქცენტს წარმოადგენს და დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მორთულობის საფუძველს რენესანსულ-ბაროკული ფორმები წარმოადგენს: რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი, ნახევარწრიული და ბრტყელი გიგანტური პილასტრები, ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები სარკმლების ღიობების თავზე, ქვის მოაჯირები და სხვა დეკორატიული ნაძერწობები. პირველი სართული მოპირკეთებულია ალგეთის ქვით. ნაგებობის საერთო ხასიათი ასიმეტრიული კომპოზიციით გამოირჩევა. გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც რიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს. ინტერიერის შესამკობად პეტროგრადიდან მოწვეულები იყვნენ მხატვარ-დეკორატორები. აქვე მუშაობდა თბილისის ფირმის ოსტატიც ანტონ ნოვაკა. ხოლო ფასადის დეტალები შესრულებას ხელმძღვანელობდა ლავრენტი აგლაძე. სასტუმროს აგებამდე, აქ მდგარა სახლი, რომელშიც ცნობილი ფოტოგრაფის, განკევიჩის ფოტოატელია მდებარეობდა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4812
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./13.ჭანტურია გიას ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1910წ.
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>სასტუმრო;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>სასტუმრო;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79827331
Y: 41.69908733