{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4456?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4456?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4456?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4456",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4456,
    "ID" : 4456,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 2 სართულიანია, თუმცა ქუჩებს შორის არსებული მიწის დონეების სხვადასხვაობის გამო ლეონიძის ქუჩაზე გამავალი ფასადი სამ სართულიანია. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით იგი ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ხაზოვანი ფორმა ქუჩების შესაყარზე მომრგვალებული კუთხით. ლეონიძის ქუჩის მხარეს აქვს გახსნილი  ეზო. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტით (კუთხის აივანი) და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით. ფასადი შელესილი და შეღებილია, ყველა სართული დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. გამორჩეული ელემენტია კუთხის წახნაგებიანი აივანი, ლითონის აჟურული მოაჯირით და სვეტების თავსართების შემკულობით.  საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები, კარნიზების დენტიკულები,  საჭექი დეკორატიული ქვები და აივნის ჩუქურთმებიანი ლავგარდანი.\nსახლს აქვს სამი სადარბაზო, რომელთაგან მხოლოდ ორში მოხერხდა შესვლა. ორივეს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს მეორე სადარბაზოს ხის მორკალული კიბე და ხის რიკულებიანი მოაჯირი, ასევე საინტერესოა კარებისა და ლითონის აჟურული წინფრების დეკორატიული გადაწყვეტა. სადარბაზოებიდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივნებზე მოხვედრა მეორე სართულის დონეზე. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების და ღია ლოჯიების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. იგი გამოირჩევა ხის მოაჯირების ჭვირული დეკორით და დენტიკულებიანი კარნიზებით. ეზოს ფასადს აქვს ერთი მცირე ზომის ახალი მინაშენი პირველი სართულის დონეზე, რომელიც  წარმოადგენს საცხოვრებელ ფართებში შესასვლელს. \nსახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან შელესილ აგურის კედლში დატანებული ლითონის ჭიშკრის საშუალებით.\nშენობის აქვს სარდაფი, რომელში ჩასასვლელებიც არის ეზოს მხრიდან, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4781",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ლეონიძე გიორგის ქ./20.იაშვილი პაოლოს ქ./8",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797177939999997,
    "Y" : 41.692084059999999
  }
}