{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4455?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4455?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4455?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4455",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4455,
    "ID" : 4455,
    "Name" : "თეატრალური ინსტიტუტი",
    "FullName" : "თეატრალური ინსტიტუტი",
    "Description" : "თავდაპირველი ნაგებობა 1840 წელს აიგო და ეკუთვნოდა მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანს. ორსართულიან შენობას ამკობდა სამი დიდი ხის აივანი. 1866 წელს აქ გაიხსნა სასტუმრო “ლირა”, რომლესაც შემდეგ დაერქვა “ამერიკა” და “ბაიარსკის ნომრები”. პირველ სართულზე განთავსებული იყო მაღაზიები, ხოლო მეორეზე კი სასტუმროს ნომრები. 1905 წელს აქ გაიხსნა პირველი ზამთრის კინოთეატრი “ელექტრონული ფანარი”. 1910 წელს შენობა იყიდა პირველი გილდიის ვაჭარმა მიქაეილ არამიანცმა, რომელმაც 1914 წელს შენობის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ აქ ისევ სასტუმრო “პალას ჰოტელი” გახსნა. ეს იყო ფეშენებელური სასტუმრო ლიფტით, ცენტრალური გათბობით, აბაზანებით, ელექტროენერგიით, ორსართულიანი გოთურ სტილში გადაწყვეტილი რესტორნით. 1918 წელს შენობა მთლიანად დაიწვა და გადარჩა მხოლოდ ფასადი. 1923-1924 წლებში დამწვარი ნაგებობა აღადგინეს არქიტექტორ მ. აბესალომოვის ხელმძღვანელობით. დღევანდელი ნაგებობის სახე 1910-1914 წლებშია შექმნილი არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის პროექტის მიხედვით. ამ დროს დაადგეს  ნაგებობას მესამე სართული, ხოლო ფასადები გადაკეთდა მოდერნის და ნეოგოთიკის სტილში. \r\nნაგებობა მთლიანად მოპირკეთებულია თეთრი ფილებით. მთავარ ფასადზე იკვეთება ოთხი რიზალიტი, რომელთაგან ცენტრალური ორი შემკულია პატარა პირამიდისებური ფორმის კოშკებით. ფასადის ცენტრში, მთავარი შესასვლელის თავზე მდებარეობს ფართო ერკერი წრიული კორინთულკაპიტელიანი სვეტებით. შენობის მეორე სართული შემკულია ქვის ორნამენტირებული აივნის მოაჯირებით, ხოლო მესამე სართლს ამკობს ლითონის სტილიზებული ჭედური აივნები. ფასადზე ყურადღებას იქცევს თაღოვანი, შეისრული და სწორკუთხა კარ-სარკმელთა ღიობების რიტმი, რომელთა თავსამკაული სხვადასხვა მოხაზულობისაა. აქ გვხვდება სადა თაღოვანი, დეკორატიული სწორკუთხა თუ სამყურა თაღედით შემკული სარკმლები. კარნიზი შემკულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტით. მთავარი ფასადის საერთო ხასიათი გაწონასწორებული და მოწესრიგებულია. არ არის გადატვირთული საფასადე ნაძერწობით. შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4818",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რუსთაველის გამზ./19",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eსაერთო საცხოვრებელი;",
    "CurrentFunction" : "\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796983779999998,
    "Y" : 41.70000881
  }
}