CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4454
ObjectID: 4454
ID: 4454
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია და აგურით არის ნაგები. მთავარი ფასადი ვ. კოტეტიშვილის შესახვევზე გამოდის, აქ კედელი შეულესავადაა დატოვებული და დეკორი აგურის წყობით არის შექმნილი. ფასადის ცენტრალური ნაწილი რიზალიტს წარმოადგენს. მთლიანი კედლის მხატვრული კომპოზიცია სიმეტრიულია, ქვედა სართულზე, ცენტრში კარია გაჭრილი, რომელიც ორფრთიანია და რკინის ორნამენტული ცხაურით არის შემკული, ასევეა გამშვენებული მისი წინფრა და კრონშტაინები. შესასვლელის თავზე აივანია მოწყობილი. პირველ სართულზე, კარის ორსავ მხარეს ოთხ-ოთხი დაბალი თაღით დასრულებული სარკმელია გაჭრილი. ღიობების თავზე, თაღი აგურის წყობით არის დეკორირებული - სიბრტყიდან ამოშვერილია სამი, აგურებით შედგენილი, ვერტიკალური ზოლი. კარის ორსავ მხარეს არსებული სარკმლების თაღები განსხვავებულად არის გაფორმებული - აქ სიბრტყიდან არის ამოწეული ხუთი ვერტიკალური ზოლი. პირველი სართულის მთავარი ფასადის კედელი მთლიანად რუსტირებულია. რაც შეეხება მეორე სართულს, კომპოზიციას კიდეებში არსებული ერთნაირი აივნები აწონასწორებს. მეორე სართულის სამივე აივნის მოაჯირი რკინის ორნამენტული ცხაურისაა. ზედა სართულის ღიობებს თაროები აქვს, ხოლო რიზალიტის სარკმლების თაროები კი კრონშტაინებიანია. მთავარ ფასადს ზემოთ მთლიანად გასდევს ერთი რიგი რუსტი, რის შემდეგაც კარნიზი მოდის. გვერდითა ფასადი, რომელიც ნიაღვრის ქუჩაზე გადის, დეკორის გარეშეა დატოვებული. აქ რამდენიმე დაბალთაღიანი სარკმელია გაჭრილი, ორი კარი და აივანი, რომელიც გვიანდელი უნდა იყოს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4523
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის ქ./1.ნიაღვრის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79518704
Y: 41.69591501