CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4449
ObjectID: 4449
ID: 4449
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი აგებულია ახალი აგურით და გეგმაში ლათინური "ლ"-ის მსგავსია. დაფერდებული რელიეფის გამო, ი. ნიკოლაძის ქუჩაზე გამავალი, გრძივი ფასადის მარცხენა ნაწილში სარდაფი თითქმის, მთლიანად მიწის ზემოთაა მოქცეული, ის განივი ფასადის მხარეს მიშენებული, ერთსართულიანი სწორკუთხა მოცულობით გრძელდება (ახალია) და მისი შელესილი, თეთრად შეღებილი კედლები სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. აღნიშნული ნაწილი კომერციულადაა ათვისებული. ქუჩისკენ მიმართული ფასადის სიმეტრიის ღერძზე გაჭრილია სადარბაზოში შესასვლელი, თაღოვანი კარი. ფასადის შეულესავი, აგურის კედლის სიბრტყეზე, სართულებსშორის გავლებულია ორსაფეხუროვანი, ჰორიზონტალური სარტყელები. სამივე სართულზე, თანაბარი რიტმით, გაჭრილია მშვილდათაღოვანი ღიობები, მეორე და მესამე სართულზე, ერთმანეთის თავზე. მარჯვნიდან მესამე და მეექვსე ღიობი კარისაა და წინიდან მიდგმული აქვს ლითონისმოაჯირიანი, შეკიდული აივნები. მესამე სართულის აივნებს მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლები ბურავს. სამივე სართულის ფანჯრები არშიის გარეშეა დატოვებული, მხოლოდ ქვედა მოჩარჩოებები არის აქცენტირებული შვერილი თაროებით. მთლიანად ფასადი აგურის წყობაში გამოყვანილი კარნიზითა და მასზე დაბჯენილი გლუვი პარაპეტით სრულდება. ხსენებული მინაშენის ზემოთ, სახლის განივი კედელი შელესილია და მასში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ზომის ღიობებია გაჭრილი. შენობის ეზოს მხარეს მიმართული ნაწილი მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ის აგებულია რკინაბეტონის კონსტრუქცით, კედლები კი ბლოკისა უნდა იყოს, ოთხსართულიანია და მანსარდა აქვს დაშენებული (ახალია). მისი კედლები სწორკუთხა, მოზრდილი ზომის ფანჯრებითაა დანაწევრებული. სახლი თუნუქითაა გადახურული. აგურის ნაწილი XX საუკუნის შუა ხანისა უნდა იყოს, ეზოს რკინაბეტონის მინაშენი კი იმავე საუკუნის მეორე ნახევრისა.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნიკოლაძე იაკობის I ჩიხი/2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.783527
Y: 41.71077646