CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4444
ObjectID: 4444
ID: 4444
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ოთხსართულიანი ნაგებობა დ. ჭონქაძის ქუჩიდან ღრმად დგას და გერგეთის ქუჩას ემიჯნება. მთავარი ფასადი მარცხენა მხარეს, კუთხეში მომრგვალებულია და აივნებისა და შუშაბანდების რიგს წარმოადგენს, რომელიც ძლიერაა სახეცვლილი. პირველ სართულზე თაღებიანი სადა ღიობების მწკრივია, მის ზემოთ მთელ სიგრძეზე შუშაბანდია მოწყობილი, რომელიც ნახევარწრიული მცირე კბილანების რიგით სრულდება. რაც შეეხება მესამე სართულს, მას მთლიანად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე და კედელსა და მასში გაჭრილ სარკმლებს წარმოადგენს. ამ სართულიდან შემორჩენილია მხოლოდ სართულშუა კრონშტაინებიანი სარტყენლი. მეოთხე სართულიც მთლიანადაა სახეცვლილი და წრიულ ნაწილში, სავარაუდოდ, ძველის მიბაძვით ახალი რიკულებიანი და ჩუქურთმიანი აივანია ჩასმული. ამ ფასადის მარჯვენა კიდეში რამდენიმე ბაქნიანი კიბეა მოწყობილი, რომელიც შენობას და მოპირდაპირედ მდგარ ნაგებობას ერთმანეთთად აკავშირებს. რაც შეეხება უკანა ფასადს, რომელიც გერგეთის ქუჩაზე გადის, ის მთლიანადაა სახეცვლილი და არანაირი დეტალი თავდაპირველი ნაგებობიდან არაა შემორჩენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5338
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./6.გერგეთის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასარული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7955663
Y: 41.69108289