CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4443
ObjectID: 4443
ID: 4443
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი ქალაქ თბილისის ისტორიულ უბან სოლოლაკშია, მაჩაბლის ქუჩაზე, ლერმონტოვის ქუჩის გადაკვეთასთან. მისი მთავარი ფასადები გამოდის ორივე ქუჩაზე. სახლი ორსართულიანია. ქუჩებისკენ მკაცრი ფასადებია, ეზოს მხარეს კი ეს ნაგებობები თავდაპირველად ხის Dგალერეა-აივნებით გამოდიოდა. ნაგებობა ქუჩის ე. წ. წითელ ხაზს მიუყვება და მწკრივული განაშენიანების ხასიათი აქვს. სახლი აშენდა XIX ს-ის II ნახევარში. ნაგებობას ჰქონდა XIX ს-ის მეორე ნახევრისათვის დამახასიათებელი ფსევდორენესანსული სტილის ფასადები, ხოლო ეზოს მხრიდან თავდაპირველად აქ არსებობდა ხის ღია გალერეა-აივნების სისტემა. ეზოს ფასადი შეიცვალა XX ს-ის II ნახევარში, როდესაც გალერეა-აივნების ნაწილი შეიმინა, ნაწილი კი გაგანიერდა და ამოშენდა. ნაგებობის ზოგადი გეგმარება დღესაც იგივეა. ეს არის მართკუთხა ეზოს შემომფარგვლელი ერთიანი სტრუქტურა, რომელიც შედგება მაჩაბლის და ლერმონტოვის ქუჩებისკენ მიმართულ L L-ის ფორმის მთავარი ორსართულიანი ნაგებობისგან და ეზოს მხარეს მასზე გადაბმულ, ასევე L L-ის ფორმის დამატებითი ფლიგელებისგან. ეზოსკენ მიმართულ გალერეა-აივნებით იყო გაერთიანებული სახლის ძირითად მოცულობასთან.. არსებობს სამი სამშენებლო ფენა: I _ XIX ს-ის ბოლო მეოთხედი _ სახლის ძირითადი მოცულობა; II _ XIX ს-ის დასასრული _ III სართულის დაშენება ჩრდ. ფლიგელზე; III _ XX სს. შუა პერიოდი _ მიშენება ორივე სართულზე ეზოს მხრიდან; რამდენჯერმე შეიცვალა შიდა ტიხრები.; მართკუთხად შეკრული შიდა ეზო, თავდაპირველად შემოფარგლული გალერეა-აივნების სისტემით. ამჟამად ეზო შემცირებულია, რადგან ეზოში გალერეა-აივნები სამ მხარეს გაგანიერებული და ამოშენებულია. ეზოში შესასვლელი `გვირაბი~ ლითონის ჭვირული ჭიშკრით დატანილია ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან.დაქანებული რელიეფის გამო ნაგებობა განსხვავებული სართულიანობისაა. მაჩაბლის ქუჩის მხარეს გამოდის მხოლოდ ორი სრული სართულით. ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან კი სარდაფის ზედა ნაწილიც მოჩანს. სამსართულიანია სახლი ეზოს მხრიდან. ნაგებობის მთელი პერიმეტრის ქვეშ არსებული სარდაფი მაჩაბლის ქუჩის ტროტუარზე ლითონის ცხაურებით შეკრული თაღოვანი ღიობების მხოლოდ ზედა მონაკვეთებით გამოდის. ეზოსკენ კი სარდაფები ¾3/4-ით სიმაღლით ჩანს. ეს არის აგურის წყობის კედლებიანი და თაღოვან გასასვლელებიანი საინტერესო სარდაფები, სიმაღალით _ 3.05მ. სარდაფში ჩასასვლელი მოწყობილია შენობის შიდა კიბიდან ეზოს მხარეს. სარდაფში მოხვერდა გარდა ამისა შესაძლებელია მაჩაბლის ქუჩიდანაც. ნაგებობა ორ ქუჩაზე გამოდის და მისი ფასადები სტრუქტურით და მხატვრული გაფორმებით ერთმანეთის მსგავსია. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ლერმონტოვის ქუჩისკენ ნაგებობის ფასადის კუთხეები და ცენტრი შემაგრებულია შეწყვილებული პილასტრებით აქცენტირებული, მართკუთხა მოცულობებით. მაჩაბლის ქუჩისკენ კი ასეთივე ტიპის კანელურებიანი პილასტრები გრძივი ფასადის შვეული აქცენტირებისათვის არის გამოყენებული. ასევე _ მაჩაბლის ქუჩისკენ სადარბაზოებია, ლერმონტოვის ქუჩისკენ კი _ ეზოში შესასვლელი გვირაბია მოწყობილი ლითონის ჭიშკრით. ნაგებობა დაბალ ცოკოლზეა შემომდგარი. საფასადო სტრუქტურა აწყობილია სიმეტრიულ პრინციპზე. შელესილი, ღიაყვითლად დაფერილი და თანაბარი სიმაღლის ზოლებით დალიანდაგებული ეკლექტიკური ბუნების ფასადები დასახსრულია მდიდრულად მოჩარჩოებულ სარკმელთა რიგებით. სართულთა შორის საფეხუროვანი პილასტრებია, ზევით კი ეს კომპოზიცია შეკრულია მართკუთხა პარაპეტისა და ბალუსტრადის მონაცვლეობით, რომელიც კბილანებიანი ფრიზით შემაგრებულ ლავგარდანზეა დაფუძნებული. მეორე სართული აქცენტირებულია ლითონის კიდული აივნებით. აქვს ორქანობიანი თუნუქის სახურავი, რაც ქუჩიდან არ აღიქმება, თუმცა ჩანს შორი ხედვითი წერტილებიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4641
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაჩაბელი ივანეს ქ./9.ლორთქიფანიძე გრიგოლის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79961851
Y: 41.69102441