CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4442
ObjectID: 4442
ID: 4442
Name: პოლონური საკვირაო სკოლა
FullName: პოლონური საკვირაო სკოლა
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიულ უბანში – სოლოლაკში. სახლი მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. სახლი აშენებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. ნაგებობა წარმოადგენს ფსევდო-რენესანსული სტილის დახვეწილ ნიმუშს. ქუჩისკენ გახსნილი ფასადი უფრო ვრცელია და ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. სახლი დგას მძლავრ ცოკოლზე, რომელიც მთლიანად რუსტირებულია და გამორჩეულია ნაგებობის ზედა ნაწილისგან იმიტირებული ქვის რუხი ფაქტურით. ნაგებობა დაფერილია ბაცყვითლად. ცოკოლის პირველი სართული, ე.წ სარდაფის სართული წარმოადგენს ნაგებობის საფუძველს და მთელი სახლი მის საყრდენ კედლებზეა ამოზრდილი. სარდაფის პერიმეტრი მთლიანად იმეორებს ნაგებობის აბრისს. მისი გეგმარება ძირითადად ზედა სართულების მსგავსია. ქუჩის მხარეს სარდაფის სართული თითქმის მთლიანად ტროტუარის დაბლა არის მოქცეული. დღეს, სარდაფის სართულში მოწყობილია დამატებითი სხვადასხვა დანიშნულების კომერციული სათავსოები. ცოკოლის სართულზე თარაზული ფორმის სარკმლებია ჩარიგებული. ნაგებობის ზედა სართულზე კი რთულპროფილიანი სარკმლებია თარო სანდრიკებით გაფორმებული. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორნამენტული სარტყლით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. ნაგებობის ორსავ მხარეს ოვალური ფორმის ტიმპანია, რომელიც გაფორმებულია ორნამენტული რელიეფებით. ეზო სახლს, ლერმონტოვის ქუჩიდან ააქვს. ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარია. ეზოს მხრიდან ნაგებობა ორსართულიანია. შელესილია და ფანჯრები შემინულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5034
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიქოძე გერონტის ქ./8.ლერმონტოვის ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79875754
Y: 41.69088177