ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4441
ObjectID: 4441
ID: 4441
Name: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
FullName: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი/ხელოვნების მუზეუმი
Description: ჯუზეპე ბერნარდაჩის პროექტით აგებული ტრაპეციის გეგმის მქონე სამსართულიანი შენობა სამ ქუჩას შორის, მთელ კვარტალს იკავებს. მისი მთავარი ვიწრო და სიმეტრიული ფასადი, შვერილი პორტიკით, პუშკინის სკვერისკენ არის მიმართული. სამკუთხა ფრონტონით დაგვირგვინებული პორტიკის პირველ სართულს თაღედი წარმოადგენს, რომელსაც მეორე სართულის გიგანტური, იონიური კაპიტელებით შემკული კოლონადა ეყრდნობა. სვეტებს შორის ტერასის შემომსაზღვრელი ბალუსტრადაა მოთავსებული. ტერასაზე გამავალი თაღოვანი ღიობები სადა საპირეებით არის შემკული. ღიობებს შორის ასევე გიგანტური იონიური კაპიტელებით გაფორმებული პილასტრებია დატანილი, რაც თითქოს პორტიკის სურათს იმეორებს. პორტიკის ორსავ მხარეს, სამივე სართულზე, თითო-თითო სარკმელია მოქცეული. ისინი, ისევე, როგორც ლ. გუდიაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩისკენ მიმართული მონუმენტური ფასადებზე, მწკრივებად განლაგებული სარკმლები, საჭექი ქვებითა და სადა, რკალური, ერთიან კარნიზში მოქცეული ფრონტონებით არის გაფორმებული. პუშკინის ქუჩის მხარეს ფასადზე უხვად გვხვდება ცრუ სარკმლები. მესამე სართულზე განლაგებული კვადრატული ფანჯრები შეუმკობელია. პუშკინის ქუჩის მიმყოლ ფასადზე მოქცეულ რკალური ფრონტონებით შემკულ სარკმლებს სწორკუთხა და სამკუთხა ფრონტონების მონაცვლეობითი რიგი ერთვის. აღნიშნულ მხარეს, რელიეფის დაფერდების გამო, დამატებითი სართული ემატება, რომელზეც შეუმკობელი სადა ფანჯრებია განთავსებული. შენობის უკანა, გ. აბაშიძის ქუჩისკენ გამავალ ფასადს სადა, სხვადასხვა ზომის, სიმეტრიულად განაწილებული ფანჯრები და ცრუ სარკმლები წარმოადგენს. რუსტირებულ პირველ სართულს დაყრდნობილ ნაგებობას მეტოპებითა და ტრიგლიფებით დანაწევრებულ ფრიზთან ერთად პროფილირებული კარნიზი ასრულებს. აღწერილ მსხვილმასშტაბიან შენობას კარგად გააზრებული ფასადი აქვს, რის მხატვრულ გადაწყვეტაზეც სავარაუდოა, რომ მისმა ფუნქციამ დიდი გავლენა იქონია. სარკმლის სხვადასხვაგვარი შემამკობლების მონაცვლეობით წარმოქმნილი რიტმიკა, ექსტერიერს მრავალფეროვნებასთან ერთად სიმყარესაც სძენს. პუშკინის ქუჩისკენ მიმართულ ფასადს კი მძიმე რუსტირებული პირველი სართული და სარკმლებს შორის დარჩენილი კედლის სიბრტყეები, მას მასშტაბურის გარდა მონუმენტურსაც ხდის. ის თბილისის ხუროთმოძღვრებისა და კლასიციზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია ქალაქში. მისი ფლიგელები სამი ქუჩის მოხაზულობას კარგად განსაზღვრავს და მათ შორის მოედნისკენ მიმართულ დომინანტ ფასადს გამოარჩევს. მაღალი მხატვრული ღირებულების ნაგებობა ქალაქის გეგმარების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4797
CategoryName: ეროვნული
CategoryDocDate: 2009-11-20
CategoryDocNumber: N834
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: პუშკინის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
InitialFunction: კულტურა>>მუზეუმი;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80208577
Y: 41.69538436