ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4437
ObjectID: 4437
ID: 4437
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი დგას თბილისის ისტორიული ნაწილის უბან სოლოლაკში. ნაგებობა სტრუქტურულად გამართულია და კარგად არის ჩაწერილი ქუჩის განაშენიანებაში. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მუქ ყვითლადაა დაფერილი, არქიტექტურული დეტალები კი თეთრადაა აქცენტირებული. სახლი დგას დაბალ ცოკოლზე და რუხ ფერშია დაფერილი. ნაგებობის ორივე სართულზე მარტივი, თარაზული ფორმის სარკმლებია. დაფერილი სიბრტყე თარაზულად არის დალიანდაგებული თანაბარი სიმაღლის ზოლებით. სართულები ერთმანეთისგან გამიჯნულია საფეხუროვანი ქამრებით. Fმეორე სართულის ფასადი დაყოფილია თხელ პილასტრებს შორის მოქცეული, ნალესი კვეთილობით მდიდრულად შემკული სარკმლებით. სარკმლებს მრუდწრეთარიგიანი ზედანები აქვს, ზედანებზე სტილიზებულ კრონშტეინებიანი თარო სანდრიკებია შემომდგარი. პილასტრები გაფორმებულია მასკარონებით. ნაგებობა დასრულებულია რიკულებიანი ბალუსტრადათი. ნაგებობის არქიტექტურული კომპოზიცია კარგად არის გათვლილი და ფასადების შემკულობითა თუ საინტერესო სტრუქტურით, მნიშვნელოვან აქცენტს ქმნის განაშენიანებაში და განსაზღვრავს ქუჩების მხატვრულ სახეს. სახლის პირველ სართულზე, ცენტრალურ ნაწილში, ხის კვეთილ ალათებიანი ორფრთიანი კარია – წინფრათი. სახლის მარცხენა ეზოში შესასვლელი ჭიშკარია. ეზოს მხრიდან სახლს შენარცუნებული აქვს თავდაპირველი იერი. აქ კარგადაა შემორჩენილი თბილისური სახლებისათვის დამახასიათებელი ხის, ღია აივნები. ეზოს მხრიდან აღიქმება სარდაფი. ქუჩის მხარეს სარდაფის სართული მთლიანად ტროტუარის დაბლა არის მოქცეული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4639
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაჩაბელი ივანეს ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80009276
Y: 41.69176284