CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4435
ObjectID: 4435
ID: 4435
Name: საქ. სახ. ანსამბლი "ერისიონი"
FullName: შერეული ფუნქციის შენობა, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის შენობა
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ნაგებობა გრძივად მიუყვება გამზირს, ბესიკის ქუჩის კუთხესთან კი მომრგვალებულია. პირველი სართული რუსტირებულია და ფართო, სწორკუთხა ვიტრინებით არის დანაწევრებული. ვარდისფერი ქვით მოპირკეთებულ, გამზირისპირა ფასადზე სამკუთხა ფრონტონით დაგვირგვინებული, ფართო რიზალიტი გამოიყოფა. ფასადს რუხი ქვის მასიური, სადა პილასტრები ანაწევრებს. ქვის მასიური პილასტრებით არის გამოყოფილი ნაგებობის მომრგვალებული კუთხეც, რომლის აივნის შემკულობა (დორიული სვეტები - მეორე სართულზე; მოქანდაკე ი. ნიკოლაძის შესრულებული კარიატიდები - მესამე სართულზე) და მძლავრი ანტაბლემენტი არსებითია შენობის მხატვრული სახისთვის. შენობაში განთავსებული იყო "ოფიცერთა სახლი" - თბილისის ყოფილი "კრუჟოკი". 1918 წელს ნაგებობის სარდაფში განთავსებული იყო კაფე "არგონავტთა ნავი", რომელიც ცნობილმა მხატვრებმა კ. ზდანევიჩმა, ლ. გუდიაშვილმა და ალ. ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს. ამჟამად, შენობაში მოთავსებულია საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" და სხვ. შენობა აგებულია 1916 წელს და მისი ავტორია არქიტექტორი დ. ჩისლიევი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4815
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./16.ბესიკის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1916წ.
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.79696535
Y: 41.69922247