ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4434
ObjectID: 4434
ID: 4434
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა სამსართულიანია, გეგმარებით რუსული პ-ს ფორმისა, ნაგებია აგურით, აქვს დეკორატიული შელესვა. ქიაჩელის ქუჩის მხრიდან ნაგებობის ფასადი რენესანსულ-ბაროკულ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა მესამე სართული კლასიცისტური სტილის მატარებელია. ზედა მესამე სართულის ცენტრში თეთრი ბალუსტრადაა, ანტიკური იონური ტიპის თეთრი სვეტებით. მეორე სართულზე სარკმლებს სამკუთხა და ნახევარწრიული სანდრიკები ამკობს. პირველი სართულის სარკმლები უმკობია, მხოლოდ საჭექი ქვის იმიტაციაა მათ თავზე გამოყვანილი ნალესობით. პირველ და მეორე სართულზე ნალესობაში რუსტიკაა გამოყენებული. ამავე ფასადზე აღსანიშნავია რკინის დეკორატიული აივნები (7), თავიანთი კრონშტაინებით, ასევე ერთ-ერთი აივნის თავზე ლითონის კონსტრუქციის გადახურვა. მრავალ დეკორატიულ ელემენტს შორის აღსანიშნავია სახურავის კბილანა კარნიზი. უნდა აღინიშნოს რომ შენობის ზოგიერთი დეტალი ავთენტური არ არის, მაგ., რამდნიმე აივანი შეცვლილია ახლით, სადარბაზოს რკინის კარიც არაა ნაგებობის თანადროული. ზოგიერთი ფანჯრის რაფა კი მეტალოპლასტმასისაა. თუმცა, მრავლად დარჩენილი თანდროული დეტალები ნაგებობას მაინც ანარჩუნებინებს პირველად სახეს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შენობა მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერ-სახის შექმნისთვის. ახვლედიანის ქუჩის მხრიდან შენობას აქვს ეზო. ეზოს მხრიდან შენობას უფრო მეტად ატყვია გადაკეთებების კვალი, თუმცა შემორჩენილია ისეთი დეტალები, როგორიცაა გალერეები ხის ჭვირული მოაჯირებით, შუშაბანდი, ხის კიბე. შენობის სადარბაზოში აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი. საინტერესო ელემენტებია – კარნიზი დენტიკულებით, სვეტები კაპიტელებით, სანდრიკები ფრონტონებით, საჭექები, ფსევდო რუსტრირებული პილასტრები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5013
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიაჩელი ლეოს ქ./14.ახვლედიანი გიორგის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79035393
Y: 41.70590623