ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4427
ObjectID: 4427
ID: 4427
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის შუა ხანის თბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და შელესილია. ნაგებობა გეგმაში კუთხისებურია. ქუჩების გასაყარზე მდგარი შენობის იერსახეს ხის, ქუჩის მხარეს გადმოკიდებული, მძლავრ კონსოლებზე დაყრდნობილი, სამ და ხუთმალიანი გადახურული, რიკულებიანი შემინული ორი დიდი აივანი განსაზღვრავს. შენობის ორი მთავარი ფასადი თავშეკავებული დეკორით ხასიათდება, რომელზეც ერთგვარი მსუბუქ აქცენტს ქმნის უპროფილო თაროებით დასრულებული სარკმლის სწორკუთხა და თაღოვანი ღიობები. ფასადების კომპოზიცია ასიმეტრიულია. ნაგებობის ნეოკლასიცისტურ სტილს - ფასადებისა და დეტალების სისადავე და ერთგვარი სიმკაცრე - კარგად ერწყმის ეროვნული მოტივები - ხის აივნები. სისადავით გამოირჩევა სადარბაზოს ხის კარიც, რომელიც მოკლებულია ჩუქურთმებსა და ჭედურ ორნამენტებს. შიდა ეზო ჩარევების შედეგად ძლიერაა სახეცვლილი. გამოვლინდა ერთი მინაშენი და დაშენება. აღნიშნულ შენობაში 1852-58 წლებში კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილება მდებარეობდა. მუზეუმს ხელმძღვანელობდა მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი. მუზეუმი დაარსდა 1952 წლის 10 მაისს რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტისმიერ. 1867 წელს პროფესროს გუსტავ რადეს (1831-1903) ინიციატივით გადაკეთდა კავკასიის მუზეუმად. შენობის საერთო მდგომარეობა არ არის ცუდი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5304
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./16.ჭავჭავაძე ალექსანდრეს ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79428522
Y: 41.70027358