ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4426
ObjectID: 4426
ID: 4426
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ XX საუკუნის დასაწყისშია აგებული - რასაც ფასადზე და სადარბაზოში არსებული მოდერნის სტილის სახასიათო ნიშნები გვაფიქრებინებს. ნაგებობა აგებულია ძველი აგურით და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. გეგმაზე შენობა რუსული "პ"-ს ფორმისაა. მთავარი დეკორატიული ფასადი ასიმეტრიული ხასიათით გამოირჩევა. კედლის სიბრტყე არათანაბრად დანაწევრებულია სარკმლებს შორის მოთავსებული რუსტიკის ვერტიკალური (პილასტრის მსგავსად) წყობითა და კანელურებიანი ბრტყელი პილასტრებით. საყურადღებოა სხვადასხვა სიდიდისა და მოყვანილობის სარკმლები: თაღოვანი, შეისრული, ფართო და სწორკუთხა სარკმლები, რომელთაც სადა საპირე და დეკორატიული თავსართები ამშვენებს. დეკორატიული და ერთგვარი დინამიური მოყვანილობა აქვს თავად სარკმლების ხის ჩარჩოებს, რომლებიც ეპასუხება ფასადის საერთო გადაწყვეტას. ყურადღებას იმსახურებს სადარბაზოს ორი, შეწყვილებული, მოდერნის სტილში გადაწყვეტილი ხის კარი დეკორატიული ცხაურით, რომელთაგან ავთენტური მხოლოდ ერთია. თავად სადარბაზოში საგულისხმოა დეკორატიული ლითონის მოაჯირი და კანდელაბრი, რომელიც იმეორებს სადარბაზოს კარის ორნამენტს. აღსანიშნავია ვესტიბიულის კარის ირგვლივ არსებული ფასადის კომპოზიცია - ცოკოლზე შემომდგარი პატარა, წყვილ-წყვილი კანელურებიანი პილასტრები და დეკორატიული თავსართი. ამგვარი მხატვრული აქცენტის დასმით არქიტექტორმა ვესტიბიულის მთავარი შესასვლელი გამოჰყო. ნაგებობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ეზოში შესასვლელის თავზე მოგვიანებით აგებულია ახალი საცხოვრებელი "ბლოკი", რომელიც მთავარი ფასადის მხრიდან შემკულია მოდერნის სტილის ორნამეტებით. საცხოვრებელ სახლს აქვს დიდი, ხალვათი სივრცით გამორჩეული შიდა ეზო. საყურადღებო ლითონის, ორნამენტებიანი ხვეული კიბითა და აივნის ხის სამსართულიანი, წრიული, ორდერის მსგავსი სვეტებით. სამწუხაროდ აივნები თითქმის მთლიანად ამოშენებულია და სვეტები მოქცეულია კედლებში. მაცხოვრებელთა ცნობით შენობა აგებულია გერმანელების მიერ 1854 წელს თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ყაზარმას, რომელიც შემდგომ გადაკეთდა და გაფართოვდა. შენობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5214
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./31
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79448767
Y: 41.69944313