ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4414
ObjectID: 4414
ID: 4414
Name: ს. კლდიაშვილის სახლი
FullName: ს. კლდიაშვილის სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ერთსართულიანი, მანსარდიანი სახლი აგებულია ე.წ. "ქარათული აგურით" და გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს. მთავარი ფასადით ის ვ. ანჯაფარიძის ქუჩაზე გადის და დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით. მარცხნიდან მეორე ღიობი სადარბაზოს კარს ეკუთვნის და "იონიურკაპიტელებიანი" გლუვი პილასტრებითაა ფლანკირებული. თაღი გარშემო ნაძერწი ფოთლოვანი ორნამენტითაა დამშვენებული. ფასადის განაპირა ნაწილებში სამ-სამი, შეწყვილებული ფანჯარაა მოთავსებული, მათგან შუა თაღოვანია, განაპირები კი თაღის დონემდე აღწევს და სწორკუთხაა. მათ შორის არსებული შუაკედლისები კანელურებიანი პილასტრებითაა შევსებული, რომლებზეც, თავის მხრივ, დაბჯენილია რუსტების "მარაოსებრი" წყობით შექმნილი თაღები, ცენტრში ნაძერწი საჭექი ქვებით. მარჯვენა სამნაწილიანი ფანჯრის მარცხენა მხარეს მოთავსებულ თაღოვან ფანჯარას, სადარბაზოს კარის მსგავსი მორთულობა აქვს. დანარჩენ სარკმელთა შუაკედლისები დასერილია ჰორიზონტალური ხაზებით. ფასადი ნაძერწი ესისებურ-ტალღისებური ორნამენტით და კრონშტეინების მწკრივით შევსებული ფრიზით სრულდება, რომელსაც ძლიერ შვერილი კარნიზი აგვირგვინებს. მანსარდის ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა ფანჯრები. ფასადის მარჯვნივ ეზოში გასასვლელი ჩიხია, რომელზე გამავალი შენობის ფასადი იდენტურადაა დანაწევრებული, ოღონდ სამკაულის გარეშეა გადაწყვეტილი. მაცხოვრებელთა მიერ უარის თქმის გამო, შენობის ეზოში შესვლა ვერ მოხერხდა. ეზო ერთი მხრიდან ვარაზის ხევს დაგაჰყურებს, საიდანაც მოჩანს სახლის წრიული კოშკით დამშვენებული ნაწილი. შენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენდა არქიტექტორ ს. კლდიაშვილის საკუთრებს (აგებულია მისივე პროექტით). მთავარ და ჩიხზე გამავალ ფასადთა მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და რენესანსის ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3785
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ანჯაფარიძე ვერიკოს ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.78163688
Y: 41.71177201