CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4413
ObjectID: 4413
ID: 4413
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე. წ. ქართული აგურით ნაგები სამსართულიანი შენობა ფართო ეზოს სიღრმეშია განთავსებული და სამი მხრიდან შემოსაზღვრავს მას. ეზო სულთნიშნის ქუჩისგან აგურის ზღუდით შემოიფარგლება, რომლის პერიმეტრშიც ლითონის ორი ჭიშკარია განთავსებული. სახლის პირველი სართული ძალიან დამახინჯებულია გვიანდელი გადაკეთებითა და უსახური მინაშენებით. სახლი ზედა ორ სართულზე ხის ღია აივნებით იხსნება. აივნების მოაჯირები ყრუდ არის შეფიცრული. მოაჯირებს დამოუკიდებელ უჯრედებად მრგვალი და წახნაგოვანი სვეტები ანაწევრებს. წახნაგოვან სვეტებს უწინ ჭვირული “ფარდები” ამკობდა, ამჟამად ისინი დაკარგულია. აივნების უკანა კედელი სწორკუთხა ღიობებით ნაწევრება, რომელთაც თაღოვანი ნალესობაში გამოყვანილი პროფილირებული თავსართები შემოუყვებათ. თავსართები ერთმანეთზე ქუსლებით არის გადაბმული. უნდა აღინიშნოს, რომ სახლი პლასტიკურად შემოუყვება ეზოს და ვიწრო მკლავით, რომლის პერიმეტრშიც სადარბაზოა განთავსებული, მეზობელი სახლის გვერდითა კედელზე გადადის. შენობას კორპუსის სხვადასხვა მონაკვეთებში განთავსბეული ხის კიბის უჯრედები ემსახურება. კიბის მოაჯირები რიკულებით იმკობოდა, ამჟამად რიკულების დიდი ნაწილი დაკარგულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4343
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვეძინის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79229737
Y: 41.69789878