{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4411?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4411?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4411?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4411",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4411,
    "ID" : 4411,
    "Name" : "საგარეო საქმეთა სამინისტრო",
    "FullName" : "საგარეო საქმეთა სამინისტრო",
    "Description" : "მსხვილმასშტაბიანი აგურის ნაგებობა გედიკეს პროექტის მიხედვით აიგო და მის მშენებლობას ა. ზალცმანი უძღვებოდა. შეულესავი შენობა როგორც გეგმით, ასევე ფასადის კომპოზიციით, სიმეტრიულია. შ. ჩიტაძის ქუჩის მხარეს შენობის ცენტრალური ნაწილი ქუჩის კიდემდეა გამოწეული, მის ორსავ მხარეს ღრმად ორი ფრთაა განთავსებული. შენობის აღნიშნული, ქვის ცოკოლზე შემდგარი ცენტრალური ნაწილი გეგმარებით,  მასშტაბურობითა და ხუროთმოძღვრული სამკაულით დომინანტია. მის ცენტრში ნაწილობრივ რუსტირებული, გიგანტური პილასტრებით, რიზალიტი გამოიკვეთება, რომლის შუაშიც ღიობების თაღნარია მოთავსებული; მათგან ცენტრალური გვერდითა თაღებთან შედარებით მაღალია და მასში შენობის ტიმპანიანი კარია მოწყობილი. თაღები ორნამენტებით არის შემკული. კარის ორსავ მხარეს მოქცეულ ჩარჩოზე ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი დეკორია წარმოდგენილი, ხოლო სარკმლის ჩარჩოს გარკვეულ ნაწილს წრეებში მოქცეული ორი განსხვავებული გამოსახულების მქონე ვარდულები მონაცვლეობით არის განლაგებული. რიზალიტში მეორე სართულზე სამი თანაბარი ზომის რკალური სარკმელია ჩასმული, რომლის წირთხლების კუთხეებსაც ლილვისებრი ფორმები ამკობს. მეორე და მესამე სართულებს ერთმანეთისგან კბილანებიანი კარნიზი გამოყოფს. მესამე სართულზე ორი თაღოვანი სარკმელია მოქცეული, რომლებიც წყვილ ლილვისებრ პილასტრებზე დაყრდნობიილი წრიული ფორმის ორნამენტებით არის შემკული. თაღები ერთმანეთს ვარდულებით შემკული ჰორიზონტალური კანტით უკავშირდება ერთმანეთს. აღნიშნულ სარკმლებს შორის რიზალიტის ცენტრში ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი რომბებია განლაგებული. რიზალიტს პარაპეტი აბოლოებს, რომლის ცენტრშიც, თაღში მოთავსებულია ნიჟარის გამოსახულება. რიზალიტის ორსავ მხარეს, ყველა სართულზე, ზემოთ აღწერილი სარკმლების ანალოგიურად გაფორმებული ღიობებია მოქცეული. \r\nშენობის ცენტრალური ბლოკის გვერდითა ფასადებიც მსგავსად არის გაფორმებული. ნაგებობის გვერდითა ფრთების ექსტერიერი ყველა სართულზე თავისებურად, მაგრამ თანმიმდევრულად განლაგებული სარკმლების რიგით არის დანაწევრებული. ქუჩის დაქანების გამო შენობის მარცხენა ფრთას ერთი სართული ემატება, რომელიც სწორკუთხა სარკმლების მწკრივს წარმოადგენს. მის ზედა სართულზე დაბალი თაღის მქონე სარკმლებია, მათ თავზე კი ასეთივე ფორმის მოზრდილი ფანჯრები. ბოლო სართული ერთიან, მართკუთხა, ზედა მხრიდან კბილანებით გაფორმებულ ნიშებში მოქცეული წყვილ-წყვილი, ვიწრო, მაღალთაღიანი სარკმლებით არის დანაწევრებული. შენობის ფრთებს განიერი რიზალიტები აბოლოებს, სადაც ანალოგიური სარკმლებია მოცემული. ზედა ორ სართულზე სარკმლებს შორის რუსტირებული პილასტრებია მოქცეული. ქვედა სართულის ერთიანი ზედაპირისა და ფასადის ნაწილის რუსტირებული დეტალების გამო, წარმოიქმნება კონტრასტი, რაც შენობის ქვედა ნაწილს სიმყარეს მატებს. \r\nბერიძის ქუჩისკენ გამავალი ფასადი სიმეტრიულია. ცენტრში მოქცეულია შენობაში შესასვლელი კარი, სადა კარნიზებით ერთმანეთისგან გამოყოფილ სართულებზე კი სარკმლების თანმიმდევრული რიგებია, რაც საფასადე კომპოზიციაში რიტმულობას წარმოქმნის. ფასადის კიდეებში რუსტირებულ ზედაპირზე ორი სართულის სიმაღლის მაღალი და ვიწრო თაღოვანი ნიშებია, რომლებსაც შუაზე მთლიან ფასადზე ბოლო სართულის სარკმლებს ქვეშ გავლებული კბილანების რიგი ყოფს. ეზოსკენ მიმართული ფასადიც ანალოგიურადაა გადაწყვეტილი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3655",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბერიძე ვუკოლის ქ./8.ჩიტაძე შიოს ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი, 1849",
    "InitialFunction" : ";",
    "CurrentFunction" : "ადმინისტრაციული\u003e\u003eსამინისტრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.795141360000002,
    "Y" : 41.694761960000001
  }
}