ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4404
ObjectID: 4404
ID: 4404
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ნაგებობა ორსართულიანია, აგურით არის ნაშენი და ღია ოქრისფრადაა შელესილი. სახლის მთავარი ფასადი ვ. ბერიძის ქუჩაზე გამოდის. პირველ სართულზე სწორკუთხა სარკმლების მწკრივია, რომელთაც შუაში ორი კარია მოქცეული. ისინი ხისაა და გაფორმებულია რკინის ორნამენტული ცხაურით. კარის თავზე ხის მასიური აივანია, რომელიც ზემოთკენ გადახურვით სრულდება. აივნის მოაჯირი რომბისებურად დაწყობილი ხის მცირე ძელებისგანაა შეკრული და სამი სვეტი, რომელსაც გადახურვა ეყრდნობა სადაა. აივანის შიგნით ერთი სარკმელი და ერთი შესასვლელია მოწყობილი. საფიქრებელია, რომ ეს აივანი მოგვიანო ხანაში, მეორე აივნის მიბაძვითაა გაკეთებული. რაც შეეხება მეორე აივანს, ის ფასადის მარჯვენა ნაწილშია მოთავსებული. მისი მოაჯირიც ხისაა და რომბისებურად დაწყობილი ძელებისგან არის შემდგარი. გადახურვა ექვს ხის სვეტს ეყრდნობა. სვეტები გრეხილია და ზემოთკენ მცენარეული დეკორით გამშვენებული მოგრძო ფორმის კაპიტელებით სრულდება. მათ ზემოთ სვეტები სწორკუთხა, სადა ფორმით გრძელდება, რასაც უკვე ხის გადახურვა ეყრდნობა. აივანში სამი ღიობია მოქცეული, ორი სარკმელი ტიმპანიანია, ასეთივე დეკორი აქვს შუაში მოქცეულ კარს. აივნებს შორის ერთი სადა, სწორკუთხა სარკმელია ჩასმული, ასეთივე ღიობებია გაჭრილი ფასადის ორსავ კიდეში. მთავარი ფასადის მარცხენა მხარეს არსებულ ფანჯრებს ორივე სართულზე ზემოთ ფრონტალური დეკორი აქვს, რომელიც ორი სადა, თხელი ფიცრისგან არის შემდგარი. რაც შეეხება შენობის გვერდით ფასადს, რომელიც ჩაიკოვსკის ქუჩაზე გამოდის, შედარებით სადაა. პირველი სართულის ქვემოთ აქ სარდაფის მცირე ზომის ღიობები მოჩანს. ფასადზე მხოლოდ ღიობების მწკრივია და არც აივანი და არც კარი აქ არ გვხვდება. პირველ სართულზე ოთხი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, მათ შორის ერთი ნიშაა ჩასმული, მეორე სართულზე კი სამი ტიმპანიანი სარკმელი და ორი ნიშაა. აქ სარკმლების დეკორი ჰორიზონტალური რელიეფური ზოლით ერთმანეთთანაა გადაბმული. ამ ფასადის ყველა სარკმელს ქვეშ თითო რუსტია ჩასმული. ნაგებობის უკანა ფასადთან ეზოა, რომელიც ქუჩის მხარეს აგურის გალავნითაა მოზღუდული. ეს ფასადი სამი სართულისგან შედგება, ქვედა სართულზე რამდენიმე კარი და სარკმლებია გაჭრილი და ფასადის ამ მონაკვეთს ავთენტურობა დაკარგული აქვს. რაც შეეხება ზედა ორ სართულს, ისინი თავდაპირველი სახითაა ჩვენამდე მოღწეული. აქ მარცხენა ნახევარში, ორივე სართულზე, შუშაბანდია მოწყობილი, ხოლო მარჯვენა ნახევარში - აივანი. ქვედა სართულის მოაჯირი ისეთივეა, როგორიც მთავარი ფასადის აივნის მოაჯირები, ხოლო ზედა სართული უხვადაა დეკორირებული. შუშაბანდის და აივნის მოაჯირები რიკულებიანია, ხოლო ზემოთ, სვეტებს შორის, რომელთაც გადახურვა ეყრდნობა, ხის ორნამენტული თაღებია მოწყობილი. რაც შეეხება სვეტებს, ისინი ისეთივეა, როგორიც მთავარი ფასადის მარჯვენა აივნისა - გრეხილი და მცენარეული ორნამენტით გამშვენებული კაპიტელით დასრულებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3957
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბერიძე ვუკოლის ქ./1.ჩაიკოვსკის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული
Accuracy: სწორია
X: 44.796509
Y: 41.69369596