CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4403
ObjectID: 4403
ID: 4403
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX - XX საუკუნის მიჯნაზე. ნაგებობა რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ნიმუშს წარმოადგენს, სადაც უკვე გვხვდება მოდერნის სტილის ნიშნები. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და შემდეგ დაფარულია დეკორატიული ნალესობით. ნაგებობა გეგმაზე წარმოადგენს რუსული "გ"-ს ფორმას. მთავარი ფასადის ასიმეტრიული კომპოზიცია გვხიბლავს თავისი დეკორითა და საფასადე ნაძერწობით. პირველი სართული დაფარულია რუსტიკით და მისი სწორკუთხა სარკმლები შემკულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტით. მეორე სართული კი მეტი დეკორატიულობით გამოირჩევა. იგი შემკულია ბრტყელი, კანელურებიანი კორინთული ორდერის პილასტრებით, ყვავილოვანი ორნამენტით დაფარული კარნიზით, გეომეტრიული ფორმებით შემკული პარაპეტით, თაღოვან სარკმლებს შორის მოთავსებული მოდერნის სტილისთვის სახასიათო ყვავილოვანი გირლანდებით. თაღოვან სარკმლებს წვრილი დეკორატიული საპირე შემოუყვება, რომელიც თავის მხრივ "ეყრდნობა" იმპოსტებს. განსხვავებული შემკულობით გამოირჩევა სწორკუთხა სარკმელი შენობის მარცხენა ნაწილში, სადარბაზოს კარის თავზე. მას ბრტყელი პილასტრები ამშვენებს, დეკორატიული, ნაძერწი ყვავილებით შემკული თავსართით. შენობის მეორე სართულზე მოწყობილია ლითონის ჭედური აივანი, რომელიც ერთგვარი სიმსუბუქით გამოირჩევა. ფასადზე განთავსებული დეკორის სხვადასხვა მოტივის და ხასიათის მაგალითზე კარგად ჩანს ძიების პროცესი, რაც დამახასიათებელია მოდერნის სტილისთვის. მისი სადარბაზოს კარები სამწუხაროდ შეცვლილია. მეორე კარი კი მთავარ ფასადზე უკანონოდ არის გაჭრილი. ავთენტური სადარბაზო მთავარი ფასადის კომპოზიციასთან შედარებით სადად არის გადაწყვეტილი. სამწუხაროდ აიატაკი და პლაფონი თავდაპირველი სახით აღარ გვხვდება, ავთენტურია მხოლოდ ხის კიბეები. სახეცვლილი და გადაკეთებულია შიდა ეზოს ფასადიც. მისი სახე იმდენად არის შეცვლილი, რომ რთულია ისაუბრო მის თავდაპირველ სახეზე. მიუხედავად ამისა, შენობა თავისი მთავარი ფასადის დახვეწილი დეკორით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია თბილისური სახლებისა. ნაგებობის საერთო მდგომარეობა ცუდია, საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5220
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./37
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნა.
DateRangeFrom: მე-19
DateRangeTo: მე-20
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79319615
Y: 41.7004921