{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4401?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4401?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4401?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4401",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4401,
    "ID" : 4401,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ნაგებობა წარმოადგენს Г-ს ფორმის გეგმარების სამსართულიან საცხოვრებელ სახლს. სახლს ქიქოძის ქუჩისკენ აქვს გახსნილი ეზო, რომელიც შემოფარგლულია გალავნით. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლო მოეთხედში. ნაგებობა გამოირჩევა ფსევდო-კლასიცისტური ტიპის ფასადებით. ასათიანის ქუჩისკენ გახსნილი ფასადი უფრო ვრცელია და ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. სახლი დგას მძლავრ ცოკოლზე, რომელიც მთლიანად რუსტირებულია და გამორჩეულია ნაგებობის ზედა ნაწილისგან იმიტირებული ქვის რუხი ფაქტურით. ზედა ორი სართული შელესილია და დაფერილია ღია ვარდისფრად. სამივე სართულზე სარკმელთა ღიობებია ჩარიგებული. ქვემოთ თარაზული მარტივი ფორმის სარკმლებია, მეორე სართულზე სქლად მოჩარჩოებულ სარკმლებს მრუდწრეთარგიანი ზედანები აქვს სტილიზებული საჭექი ქვებით, მესამე სართულზე კი, ანალოგიური მოჩარჩოება საჭექი ქვების გარეშეა, ოღონდ სარკმელთა ზედანებზე სტილიზებულ კრონშტეინებიანი თარო სანდრიკებია შემომდგარი (სამი ცენტრალური სარკმელი სანდრიკების გარეშეა და მეორე სართულის სარკმლების მსგავსად აქვთ საჭექი ქვები). ფლანგებზე ორ-ორი სარკმელი თხელი პილასტრებით არის შემოსაზღვრული, რომლებიც სრულდება ვოლუტისებრი კაპიტელებით. შუაში კი რჩება ხუთ-ხუთი ღიობი, რომელთა  ცენტრალური ღიობები ზედა ორ სართულზე კიდულ აივნებზე გამოსასვლელ კარებს წარმოადგენენ. აივნები ლითონისაა, ჭვირული მოაჯირებით და ასეთივე საყრდენებით. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია საფეხუროვანი `ქამრებით~. ზედა პროფილირებულ ლავგარდანს ძირზე კბილანებიანი ფრიზი დაუყვება. მის ზემოთ კი სტანდარტული პარაპეტია, ნალესობით გამოყვანილი მართკუთხა სახეებით.  პირველ სართულზე მართკუთხა მარტივი სადარბაზო ღიობია, ხის მოხარატებული კარით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. ფასადს შუა მონაკვეთთან ჩამოუყვება საწვიმარი მილი. ქიქოძის ქუჩის ფასადის სახე ოდნავ განსხვავებულია. სახლის მარცხენა ფლანგზე კიბის უჯრედია მოწყობილი მართკუთხა სადარბაზოთი და ხის მოხარატებული კარით პირველ სართულზე. მესამე სართულზე კი ეზოს მხარეს გამომავალ გალერეა-აივნის ხის ჭვირულ სახეებიანი შემინული გვერდია ძლიერად ნაშვერი თარო ლავგარდანით. ასევე ქუჩიდან აღიქმება მრგვალ სვეტებიანი, მოხარატებულ მოაჯირებიანი გალერეა-აივნები, რომლებიც ამჟამად შემინულია. საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია.აღსადგენია ეზოს შემომფარგვლელი გალავანი და დასაკიდია მარტივი ფორმის ახალი ჭიშკარი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3821",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქიქოძე გერონტის ქ./16.ასათიანი ლადოს ქ./31",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798903000000003,
    "Y" : 41.689759070000001
  }
}